თენგიზ შარმანაშვილი: პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე, ან სხვებზე ესაუბრები, მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი? - არა
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ვიკა ბუკიას „ფეისბუკ“ სტატუსს ეხმიანება, რომელსაც გაზიარებული აქვს უკრაინელი სპორტსმენის ვიდეო წარწერით: „ეს არის ნამდვილი სპორტსმენი და არა საქართველოს მსგავსი ჩვარი ფეხბურთელები“.
შარმანაშვილი თავის პოსტში იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომაც ვერასდროს ექნებათ წარმატება ბუკიას და სხვებს.
„რატომ ვერ ექნებათ წარმატება ვერასდროს ამათ. მოკლედ და უფასოდ:
1. ეკლესიას, რომელსაც დიდ პატივს სცემს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ებრძვიან. რწმენაზე რომ არაფერი ვთქვათ, პრაგმატულადაც უაზრობაა მათი მხრიდან ამის კეთება;
2. კვარაზეა საუბარი, ფეხბურთელებს რომ ახსენებენ. პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ფოლკლორი იქმნება სიმღერების სახით ფრანგულ, ინგლისურ და სხვა ენებზე, მიუხედავად მათთვის სირთულისა, კვარაცხელიას გვარს გაიძახის მთელი სტადიონი. აღნიშნული სიამაყეს განაცდევინებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე, ან სხვებზე (მაგათ არაფერს ვერჩი) ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი? - არა. სხვა თემებს აღარ შევეხები. მიხვდით? მეტი არ არის ჩემი მტერი“, - წერს შარმანაშვილი.
1780498565
საზოგადოებაპრემიერი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინის...
1780497117
საზოგადოებაპრემიერი მოლდოვაზე: მზად არიან დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან, ჩვენ გვაქვს საპირისპირო განცხადება, მიმართული - სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ და ლოგიკურია, რომ ეს ძალები აქებენ მოლდოვის ხელისუფლებას
წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე, თუ კი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნის ხელისუფალი, ეს არის სწორედ, სუვერენიტეტი, თუმცა ხედ...
1780496478
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობით კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში
ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობა იქნება ბევრად უფრო კომპლექსური, გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, დაემატება ახალი მომსახურებები, ახალი მიმართულებები, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპ...
1780496423
საზოგადოებაირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე: მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, არ არის დიდად საინტერესო მისი განცხადებები, მორიგი წამოცდენა იყო
კიდევ ერთხელ წამოსცდა რაღაც კაცს, მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად. მთავრობის მეთაურის თქმით, წამოცდენებ...
1780495760
საზოგადოებაპრემიერი „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე: საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისათვის, რომ სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა ასახულია შესაბამის რეიტინგებშიც
საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევასთან დ...



























