მესხი 2009 წლის 15 ივნისის აქციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე: სასამართლოზე მითხრეს ადვოკატთან დარეკეთო - ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს და როგორ დავრეკო-მეთქი? ჩვენსას ვერ მოგცემთო და უფლებადამცველის გარეშე ჩაგვიტარდა სასამართლო

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ მიხეილ მესხს უსმენენ, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის შედეგად ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, მესხის განცხადებით, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს, შესთავაზეს ადვოკატთან დარეკვა, თუმცა, იმის გამო, რომ მას ტელეფონი ჩამორთმეული ჰქონდა, სასამართლო უფლებადამცველის გარეშე ჩატარდა და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
„თვითონ იზოლატორში არავის ვუცემივარ, ახლა სასამართლოში უნდა გადაგიყვანოთო, ბევრნი ვიყავით დაკავებულები და მახსოვს, პირველი ვიყავი რიგში. ჩაგვამწკრივეს და უკანა მხრიდან სპეცრაზმის რობოკოპები იდგნენ და გვაფურთხებდნენ, თქვე რუსეთის აგენტებოო. ზოგს ეკეთა (ნიღაბი), ზოგს - არა, მაშინ ლურჯი ფორმები ეცვათ. გვაფურთხებდნენ, ათას შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. როცა გავედით, მანქანებში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს სასამართლოში. თვითონ სასამართლოზე რომ მივედი, პოლიციელებით იყო სავსე და მითხრეს, თუ გნებავთ, ადვოკატთან დარეკეთო. ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს და როგორ დავრეკო-მეთქი? მაშინ რა ვქნათ, ჩვენ ჩვენსას ვერ მოგცემთო და უფლებადამცველის გარეშე ჩაგვიტარდა სასამართლო, 5 ადამიანს მოგვცეს 30-დღიანი (სასჯელები)“, - განაცხადა მესხმა.
1750247190
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი ირან-ისრაელის კონფლიქტზე: საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა და გააძლიეროს პარტნიორობა დასავლეთთან უსაფრთხოების სფეროში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ირან-ისრაელის კონფლიქტს სოციალური ქსლით ეხმიანება და წერს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კონფლიქტთან დაკავშირებული დაბალანსებული პოლიტიკა და პარალელურ...
1750247164
მსოფლიოაიათოლა ალი ხამენეი: აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყმას „სერიოზული, გამოუსწორებელი შედეგები“ მოჰყვება
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას ისრაელთან კონფლიქტში ქვეყნის უპირობო დანებების შესახებ და განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყ...
1750245206
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მაიკ ბენცი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს. ბენცი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ USAID-ის თაღლითობის ისტორია უფრო და უფრო გაუგონარი...
1750244941
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის
ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
1750243338
ახალი ამბებიშსს: ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია
„სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ...