რომის პაპი: ეკლესიის გული ტყდება საომარი ადგილებიდან გამოსული ხმაურით, განსაკუთრებით უკრაინიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ღაზიდან გამოსული ყვირილით, ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ ომს

ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა რომის პაპმა. ლეონ მე-14 მოუწოდებს ყველა დაპირისპირებულ მხარეს, არჩევანი მშვიდობაზე გააკეთონ და თავი აარიდონ ძლიერი სამხედრო ტექნიკის გამოყენებას. "მშვიდობით არაფერი იკარგება, ომით კი შეიძლება ყველაფერი დაიკარგოს" ამბობს პონტიფიკოსი.
„ეკლესიის გული ტყდება საომარი ადგილებიდან გამოსული ხმაურით, განსაკუთრებით უკრაინიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ღაზიდან გამოსული ყვირილით. ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ ომს. პირიქით, ჩვენ უნდა უარვყოთ ცდუნება, ძლიერი და დახვეწილი იარაღის მომხიბვლელობისა. რადგან დღევანდელ ომში ყველა სახის სამეცნიერო იარაღი გამოიყენება, მისი სისასტიკე მებრძოლებს წარსულზე გაცილებით დიდ ბარბაროსობამდე მიჰყავს. ამიტომ, ადამიანური ღირსებისა და საერთაშორისო სამართლის სახელით, პასუხისმგებელ პირებს ვუმეორებ იმას, რასაც პაპი ფრანცისკე ამბობდა: ომი ყოველთვის დამარცხებაა. და როგორც პიუს XII ამბობდა, მშვიდობით არაფერი იკარგება. ხოლო ომით ყველაფერი შეიძლება დაიკარგოს", - აცხადებს რომის პაპი ლეო XIV.
1750254934
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში
სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა უმაღლეს საბჭოში 2024-2025 წლების საქმი...
1750254119
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ დებატებსა და ალტერნატიული რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღ...
1750252039
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7283 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1750250751
მსოფლიოგანგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ვულკანოლოგი...
1750250616
საზოგადოებადავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორ...