მიხეილ მესხი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, „გრეჩიხებს“, ლევან გაჩეჩილაძეს და მის ძმას აგინეო, რატომ ვაგინო-მეთქი? ადგა და პირდაპირ „დუბინკა“ მირტყა ტუჩებთან, აგინე, თორემ მოგკლავო

2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მიხეილ მესხმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დაკავების შემდეგ, სამმართველოს შენობაში შეიყვანეს, სადაც ერთ-ერთი პოლიციელი სთხოვდა, ოპოზიციის მაშინდელი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის და მისი ძმის, გიორგი გაჩეჩილაძის მისამართით შეეგინებინა, უარის შემდეგ კი მესხს იგი ხელკეტით გაუსწორდა.

„შენობაში ბიჭები უკვე ეყარნენ ძირს, დავინახე ორი-სამი ვიდეოგადამღები და გამიხარდა, ალბათ, ჟურნალისტები არიან და აღარ მცემენ-მეთქი. თურმე, თავიანთი პირადი ვიდეოგადამღებები გვიღებდნენ. ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, „გრეჩიხებს“, ლევან გაჩეჩილაძეს და მის ძმას აგინეო, რატომ ვაგინო-მეთქი? ადგა და პირდაპირ „დუბინკა“ მირტყა ტუჩებთან, აგინე, თორემ მოგკლავო. საშინელი დღე იყო. ცუდად ვარ, თავი დამანებე-მეთქი. მახსოვს, რომ ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი იყო ირაკლი ყიფშიძე, რომელმაც უთხრა, რომ გეყოფათ, დაანებეთ თავი და ჩაიყვანეთ ქვემოთო. ამ ადამიანი მერე დაიჭირეს კიდეც, აქციებიდან ვიცნობდი მას. შემდეგ, ჩამიყვანეს კიბეებით ქვემოთ. მაშინ პირველად ვიყავი დროებითი მოთავსების იზოლატორში და იქ ერთი პოლიციელი მოვიდა, სკამის ფეხი ეკავა და ისეთი პირით მაგინებდა დედას, მანდედან ხომ გამოხვალო.“ - განაცხადა მიხეილ მესხმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750247164

მსოფლიო

აიათოლა ალი ხამენეი: აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყმას „სერიოზული, გამოუსწორებელი შედეგები“ მოჰყვება

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას ისრაელთან კონფლიქტში ქვეყნის უპირობო დანებების შესახებ და განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ დარტყ...

აიათოლა ალი ხამენეი

1750245206

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მაიკ ბენცი USAID-ის თაღლითური სქემის ახალ მასშტაბებზე წერს. ბენცი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ USAID-ის თაღლითობის ისტორია უფრო და უფრო გაუგონარი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი

1750244941

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის

ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...

გიორგი ვოლსკი

1750243338

ახალი ამბები

შსს: ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია

„სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ...

შსს

1750241986

ახალი ამბები

მალხაზ თოფურია: ანწუხელიძის ქვეყანაში ლაზარეს გმირი როგორ უნდა დაუძახო?! ამით სიტყვა გმირს აყენებენ შეურაცხყოფას, როგორ შეიძლება მამის დამჭრელ, მუდმივად „კაიფში“ მყოფ, თვალებშეღებილ კაცს გმირი უწოდო

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან მალხაზ თოფურიას უსმენენ. მალხაზ თოფურია საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლ...

მალხაზ თოფურია