მიხეილ სარჯველაძე ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშზე: ეს არის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ქართული კარგი მმართველობისა
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე „დღის ქრონიკაში“ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშს აფასებს, რისი მიხედვითაც განათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის მორიგ ჯერზე კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ქართული კარგი მმართველობისა.
„2012 წლიდან მოყოლებული, ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ საქართველოს ჰქონოდა მართლაც ხარჯეფექტურობის თვალსაზრისით გამართული მმართველობა ჯანდაცვის სექტორში, განათლების სექტორშიც იგივე შემიძლია ვთქვა. მას შემდეგ, რაც 2013 წლიდან ფუნქციონირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ერთი მხრივ ჩვენი მოქალაქეების სოციალურად მხარდაჭერაზე, იმავდროულად, ეს არის პროგრამა, რომელიც თავის მხრივ ეფექტიანობას ემსახურება იმისთვის, რომ რაც შეიძლება წარმატებული იყოს მკურნალობა, რომელსაც ქართველი პაციენტი მიიღებს.
ამ თვალსაზრისით, წლიდან წლამდე გაუმჯობესებები, რომელსაც ეს პროგრამა განიცდის, საბოლოო ჯამში ქმნის დიდი სურათს, რომლის მთავარი დადასტურება, რომ ეს არის პოზიტიური დინამიკის მქონე სისტემა, არის ის, რაც მაგალითად დღეს გამოქვეყნდა. ეს არის მართლაც ფუნდამენტურად სწორად განვითარებული ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც წინ წარმატებები და გამარჯვებები აქვს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯთეფექტურობის რეიტინგს აქვეყნებს. რომლის მიხედვითაც, განათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
1765806136
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინ...
1765805781
ახალი ამბებიმაია ბითაძე: გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი სამშობლოს წინაშე ახორციელებს
გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, იმგვარი კანონმდებლობა, როგორიცაა ამერიკაში FARA და ახლა უკვე საქართველოშიც გვაქვს მსგავსი, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრ...
1765804807
ახალი ამბებინოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 298.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 202...
1765804294
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1765803583
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცმოძრაობა“ რას სჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ
„„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს დამატებითი თავმოყრა არ სჭირდება, ეს ყველაფერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიკვლია და ქართველი ხალხის მეხსიერებაშია“, - ამის შესახებ პარლამენტის საპ...



























