ნინო წილოსანი: ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან. ვინც კურსს გადაუხვია, ეს არის თავად ევროკავშირი და ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელმაც გადაუხვია დასავლეთის კურსს და თავად უღალატა ევროპის იდეას
ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით.
ნინო წილოსანის თქმით, ვინც კურსს გადაუხვია, ეს არის თავად ევროკავშირი და ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელმაც გადაუხვია დასავლეთის კურსს და თავად უღალატა ევროპის იდეას.
„ამაზე არა ჩვენ, არამედ თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მათი ზოგიერთი ლიდერი და რაც მთავარია, აშშ-ს პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია და მისი არაერთი წარმომადგენელი საუბრობს.
ევროკავშირის ბიუროკრატებისთვის, როგორც ჩანს დემოკრატიას წარმოადგენს თუ ხალხის არჩეული ხელისუფლების ნაცვლად ისინი დასვამენ ხელისუფალს. მათთვის დემოკრატია წარმოადგენს, თუ საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ომის იარაღად იქნები გამოყენებული. ასეთი არასწორი გაგებები, რა თქმა უნდა, მიგვანიშნებს რომ რაღაც ცდომილებაა თავად ამ ევრობიუროკრატების აზროვნებაში ან მიზნებში. იმას რომ თავი გავანებოთ, თავად ევროკავშირის იდეისთვის არის ეს ყველაფერი დამაზიანებელი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ქვეყნისთვის რა არის კარგი.
არაფერს განსაკუთრებულს არ მოველით ამ შეხვედრიდან. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ეს პატარა პოლიტიკური ბიუროკრატების ჯგუფი განაწყენებულია ქართველ ხალხზე და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათ ხელთ არსებული მექანიზმებით დასაჯონ საქართველო და ქართველი ხალხი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობას, საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ. მარტა კოსის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრების პროცესი განაგრძოს, საქართველოს მთავრობამ მიდგომები და დღის წესრიგი უნდა შეცვალოს. მმართველი გუნდის შეფასებით, სახეზეა ევრობიუროკრატების არათანმიმდევრული განცხადებები. სწორედ მარტა კოსის აქვს რამდენიმე კვირის წინ ნათქვამი, რომ პროცესი ევროპულმა საბჭომ შეაჩერა და არა საქართველოს ხელისუფლებამ.
1765806136
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინ...
1765805781
ახალი ამბებიმაია ბითაძე: გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი სამშობლოს წინაშე ახორციელებს
გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, იმგვარი კანონმდებლობა, როგორიცაა ამერიკაში FARA და ახლა უკვე საქართველოშიც გვაქვს მსგავსი, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრ...
1765804807
ახალი ამბებინოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 298.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 202...
1765804294
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1765803583
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცმოძრაობა“ რას სჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ
„„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს დამატებითი თავმოყრა არ სჭირდება, ეს ყველაფერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიკვლია და ქართველი ხალხის მეხსიერებაშია“, - ამის შესახებ პარლამენტის საპ...



























