მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: EMA-ის სერტიფიკატი არცერთს არ აქვს. FDA-ის აქვს მინიჭებული, მაგრამ აქაც დაჩქარებული წესით, კვლევები უნდა ჩატარდეს - ჯერ ცხოველებზე, ადამიანებზე და ამის შემდეგ დადგინდეს, წამალი უსაფრთხოა თუ არა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების მოთხოვნასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მან ერთ-ერთი მედიკამენტის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელზეც თქვა, რომ EMA არ აქვს, მაგრამ FDA აქვს მინიჭებული ამ Exon Skipping-ებს, მაგრამ აქაც დაჩქარებული წესით, რაც ნიშნავს, რომ ამ ავტორიზაციის შემდეგ კვლევები უნდა ჩატარდეს - ჯერ ცხოველებზე კვლევა, ადამიანებზე კვლევა და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს წამალი უსაფრთხოა, ქმედითია თუ არა.
ე.წ Exon Skipping- ამ შემთხვევაში მოცემულობა ასეთია, EMA არცერთს აქვს ერთის გამოკლებით. ერთს ჰქონდა მინიჭებული, მერე უარი ეთქვა. 2018 წელს არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, შემდეგ არცერთ ამ Exon Skipping-ზე არ არის განაცხადი შეტანილი. წამლის ეფექტურობაზე მონაცემების სიმცირე-ეს არის მიზეზი. კერძოდ, კვლევის მიხედვით არ დადასტურდა მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით. ე.ი. ამას ვინც სვამს და პლაცებოს სახით ვინც არ სვამს, შედეგები აქვს ერთი და იმავე ამ მედიკამენტს.
ეს ბუნებრივია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ერთ მილიონ დოლარად ღირებული მედიკამენტია და ბუნებრივია, რომ ასე მარტივად ვერ წავიდოდა იქ ვერც კვლევა, ვერც ეს ფაქტები გამოქვეყნდებოდა, რამე სერიოზული არგუმენტი რომ არ არსებობდეს ამ მიმართულებით. EMA არ აქვს, მაგრამ FDA აქვს მინიჭებული ამ Exon Skipping-ებს, მაგრამ აქაც დაჩქარებული წესით არის საუბარი.
ეს დაჩქარებული წესი ნიშნავს, რომ ამ ავტორიზაციის შემდეგ კვლევები უნდა ჩატარდეს -ჯერ ცხოველებზე კვლევა, ადამიანებზე კვლევა და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს წამალი უსაფრთხოა, ქმედითია თუ არა, როგორ მუშაობს, რა დაცვის საშუალებები სჭირდება და ასე შემდეგ. კი ბატონო, დავარქვათ კონსერვატიული მიდგომა. მაგრამ ამ მიდგომას ირჩევს EMA-ც და ევროპულ სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1776934673
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...
1776934628
ახალი ამბებიპრემიერი: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და გეგმას
„ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...
1776933275
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
„მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...
1776933265
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის: ქ. ბათუმ...
1776932381
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს არის პირდაპირი მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის სამარცხვინო
„ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ტ...



























