მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები თამარ მეფის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი პირები თამარ მეფის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულ ძიუდოისტთა გუნდს, სახელმწიფოსგან საჩუქრად 1 მილიონი ლარი გადაეცემა.

მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოს ნაკრების წევრებს კიდევ ერთხელ მიულოცა და გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსურს ეს უდიდესი წარმატება მოგილოცოთ. ვიცით რომ არ იყო იოლი, წარმოუდგენელი შეიძლება ეჩვენებოდა ვინმეს, მაგრამ ვისაც სჯერა ქართული ძიუდოსი, ქართული სპორტის, ჩვენ ყველა ველოდებოდით, რომ ეს დღე დადგებოდა, საქართველო გახდებოდა გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ეს უდიდესი წარმატებაა. ეს იყო შრომის, მიზანმიმართული თავდადების და ერთიანობის შედეგი. აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას თვითონ გარემოს, სახელმწიფოს დამოკიდებულებას, რადგან რომ არა სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება სპორტის მიმართ, ასეთი წარმატებაც ვერ მოვიდოდა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები ქართველ ძიუდოისტებს ისტორიული სპორტული მიღწევებისთვის გადაეცათ.

მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი მსოფლიო ჩემპიონს, ძიუდოისტ ეთერ ლიპარტელიანს, ღირსების ორდენი ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს გიორგი ათაბეგაშვილსა და ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების 9 წევრს-გიორგი სარდალაშვილს, ლუკა მაისურაძეს, მიხეილ ბახბახაშვილს, მარიამ ჭანტურიას, სოფიო სომხიშვილს, ეთერ ასკილაშვილს, კახაბერ მოცრაძეს, ავთანდილ თელიასა და გიორგი მგელაძეს გადასცა. სახელმწიფო ჯილდო ღირსების მედალი კი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ლევან ნოზაძესა და ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების 6 წევრს - გიორგი ჯაბნიაშვილს, ირაკლი დემეტრაშვილს, საბა ინანეიშვილს, ნინო ლოლაძეს, ნოდარ მეტრეველსა და გიორგი კაზალიკაშვილს გადაეცა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751573827

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის

რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“. პრემიერის...

ირაკლი კობახიძე

1751573797

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდება დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან

გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...

ირაკლი კობახიძე

1751572516

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ

„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემი...

ირაკლი კობახიძ

1751572471

საზოგადოება

პრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...

პრემიერიპრემიერი

1751572386

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება

ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია...

ირაკლი კობახიძე