ნინო თანდილაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს ინგერ ანდერსენს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს, ინგერ ანდერსენს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტორს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში განახორციელა გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების, წყლის რესურსების მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილების შერბილების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით.
„საქართველო აგრძელებს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს და ევროპული სტანდარტების დანერგვას, რათა გაუმჯობესდეს გარემოს მდგომარეობა და გარემოსდაცვითი სტანდარტები დაუახლოვდეს ევროპულ მოთხოვნებს. ეს პროცესი მოიცავს ყველა იმ მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების პრაქტიკაში დანერგვას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის ურყევ ნებას, პირნათლად შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები გარემოს დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ნარჩენების მართვის პროცესში და მადლობა გადაუხადა ინგერ ანდერსენს მისი პირადი ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის საერთაშორისო ხელშეკრულების მიღებას.
ინგერ ანდერსენმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე აღნიშნა ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო გარემოსდაცვითი დღის წესრიგისა და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების შესრულების მიმართ.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ნარჩენების მართვის ახალი ინიციატივების განვითარებაზე ისაუბრეს.
1755158199
საზოგადოებანინო თანდილაშვილი: პოლიტიკური და მარეგულირებელი თვალსაზრისით, საქართველომ ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი მოლაპარა...
1755156912
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომელიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ
დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომელიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. მისი...
1755156734
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: „სენსაციური“ და „ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც, რომელიც მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ უარყო იმ ფაქტის არსებობა, რის დადასტურებასაც ცდილობდა
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ დროს „სენსაციური“ და „ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც კი, რომელიც თავის დროზე მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ...
1755156610
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა - ამ ვითარებაში, მისი ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას
სააპელაციო სტადიაზე საქმის განხილვის ანალიზის დროს, პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მისი ზოგიერთი პოზიციის დიამეტრულ ცვლილებაზე (იმასთან...
1755156468
საზოგადოებაადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას, აღნიშნული გარემოებების გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განხილულ იქნა სააპელაციო ეტაპზე, შეეხება მსჯავრდებული ბაჩიაშვილის აღიარებას, რომელიც ადასტურებს, რომ თუკი საერთოდ შეიძლება ის განხილულ იქნეს ინვესტორად ბიტკოინის...