პაპუაშვილი: დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების მხარდაჭერა მიილია და საბოლოო ჯამში, ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების მხარდაჭერა მიილია და საბოლოო ჯამში, ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს, რადგან ბევრმა რაციონალურად დაიწყო მოვლენების შეფასება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ფრუსტრაცია განიცადა, რადგან უცხოელებმა არარეალისტური იმედები მისცეს.

„საერთო ჯამში, ვხედავთ, ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოდის, უკვე რამდენიმე ათეულია. მიილია ის მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდა იმ ძალადობრივ აქციებს, რომლის მოწმენიც ჩვენ ვიყავით დეკემბერში. ვფიქრობ, რომ ბევრი რაციონალურად აფასებს რასთან გვაქვს საქმე. არ დაგვავიწყდეს სად არის ამ ყველაფრის ძირი. არის ცრუ ბრალდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს არ დავივიწყოთ.

27 ოქტომბერს, ოპოზიციურმა ამომრჩეველმა განიცადა ფრუსტრაცია, რადგან უცხოელებმა მისცეს არარეალისტური იმედები, ქართველებისგან არარეალურ იმედებს შეჩვეულები არიან, მთავარი იმედგაცრუება იყო, რომ ზოგიერთი ელჩი, საგარეო საქმეთა მინისტრები და პოლიტიკოსები ჰპირდებოდნენ მათ აქციებზე გამოსვლით, რომ მათი არჩეული პარტია გაიმარჯვებდა და მიხვდნენ, რომ ეს საბოლოო ჯამში იყო ტყუილი.

შემდეგ, ამ დიპლომატებმა, ელჩებმა და ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ნაცვლად იმისა, რომ რაციონალური აზროვნებისთვის ხელი შეეწყოთ, ადგნენ და კიდევ უფრო გაუღვივეს, ისტერიაში ჩააგდეს, ნაპერწკალზე ნავთი მიუსხეს. გახსოვთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში და მოუწოდებდა „მაიდნისკენ“.

დღემდე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია შვედეთის საელჩოს და ხელისუფლებას, როდესაც შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ხოცვა-ჟლეტისკენ მოგვიწოდებდა. „მაიდანი“ სხვა არაფერი არ არის ვიდრე ხოცვა-ჟლეტა, როგორც არ უნდა შეფუთონ ის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746965393

საზოგადოება

„არა ომს“ - რომის ახალმა პაპმა ვატიკანში შეკრებილებს მიმართა

ამ კვირაში არჩეულმა რომის ახალმა პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს საკვირაო მესის შემდეგ პირველად მიმართა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა მოედანზე შეკრებილები დალოცა, მა...

 რომის ახალი პაპი

1746962110

ახალი ამბები

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს. „ანადოლუს“ ცნობით, ერდოღანმა ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემა...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1746960824

საზოგადოება

ბათუმის ვიცე-მერი: ამ ეტაპისთვის ყველა გამოწვევა დაძლეულია, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ცალკეული დაზიანებების ლიკვიდაციის დასრულების სამუშაოები

 ამ ეტაპისთვის ყველა გამოწვევა დაძლეულია და ნორმალური სიტუაციაა ქალაქში, - განუცხადა „ქრონიკას“ ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკანაძემ. მისი თქმით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ცალკეული დაზიანე...

ნუკრი დეკანაძე

1746960692

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ჩვენ დამაჯერებელ, მე-10 გამარჯვებას მოვიპოვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში

 „ქართული ოცნება“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ჩვენ დამაჯერებელ, მე-10 გამარჯვებას მოვიპოვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი გაბუნიამ...

გიორგი გაბუნია

1746956869

ახალი ამბები

თბილისის ერთ-ერთ ბარში 30 წლამდე კაცი მოკლეს

თბილისში, გამთენიისას ერთ-ერთ ბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, მოკლულია 30 წლამდე კაცი. გარდაცვლილს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძი...

პოლიციაპოლიცია