ბათუმის ვიცე-მერი: ამ ეტაპისთვის ყველა გამოწვევა დაძლეულია, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ცალკეული დაზიანებების ლიკვიდაციის დასრულების სამუშაოები

ამ ეტაპისთვის ყველა გამოწვევა დაძლეულია და ნორმალური სიტუაციაა ქალაქში, - განუცხადა „ქრონიკას“ ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკანაძემ.
მისი თქმით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ცალკეული დაზიანებების ლიკვიდაციის დასრულების სამუშაოები.
„ძლიერი ქარის შედეგად გადმოვარდნილი სახურავით დაზიანდა ორი მოქალაქე. იმ ღამესვე გადაყვანილნი იყვნენ საავადმყოფოში. ამ ეტაპისთვის ისინი გაწერილნი არიან სახლში. პრობლემა იყო ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც მალევე აღდგა. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოებიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასრულებულია.
დაზიანებული იყო რამდენიმე ხე-მცენარე, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოებიც განხორციელდა. დაზიანებული იყო ასევე რამდენიმე კერძო ავტომანქანა სახურავების ვარდნის შედეგად. ამ ეტაპისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა“, - აღნიშნა ნუკრი დეკანაძემ.
1747034858
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო: 12 მაისი მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღეა, მცენარეების დაცვით ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის ინიციატივას და სრულად იზიარებს ორგანიზაციის გზავნილებს. „12 მაის...
1747034712
საზოგადოებაბადრა გუნბა: აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ აღიარებით
„საქართველოს ხელმძღვანელობა უნდა შეეგუოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას,“ - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠ...
1746995080
საზოგადოება12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს - იმედის დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, წმინდა...
1746993467
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: არანაირი შანსი არ გააჩნიათ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ყოველ ჯერზე ჩვენ ვხედავთ დამარცხებულ რადიკალებს, რადგან ქართველმა ხალხმა ეს სახადი უკვე მოიხადა
ეს არის მოღალატეობრივი ძალა და ადგილობრივ არჩევნებში კიდევაც რომ მიიღონ მონაწილეობა, მათ ერთხელ და სამუდამოდ მიუჩენენ თავის ადგილს. მათ ნული შანსი აქვთ, რომ გარკვეული ხმები მიიღონ, - განაცხადა გადაცემ...
1746991818
საზოგადოებავახო ხუზმიაშვილი მედიის თავისუფლებაზე: 2004-2005 ის წლებია, როცა არ დარჩა არც ერთი თავისუფალი მედია საშუალება. სპეცრაზმი ვარდებოდა ტელევიზიებში და სროლები იყო - დღეს ყველაფერი მოსულა ქართულ მედიაში, ვის რა ეკრძალება?
თურმე, 2004-2005 წლებში ვიყავით 94-ე ადგილზე. ეს ის წლებია, როცა ფაქტობრივად, არ დარჩა არც ერთი თავისუფალი მედია საშუალება. სპეცრაზმი ვარდებოდა ტელევიზიებში და სროლები იყო, - განაცხადა „თავისუფალი სივ...