პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი, 2003 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1978 წელს დაბადებული კ.კ., რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1981 წელს დაბადებული გ.კ. და იორდანიის მოქალაქე 2003 წელს დაბადებული ო.ა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „მდმა“, „ლიზერგიდი“, ფსიქოტროპული ნივთიერებები და „მარიხუანა“ ამოიღეს. ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 18-260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1746883331
საზოგადოებადეკანოზი საბა დათა თავაძის სპექტაკლზე: ეს სულიერი სიკვდილია, ამაზე უარესი აღარაფერი არსებობს
დეკანოზი საბა (ჭიკაიძე) ეხმიანება რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლს, რომლის ფრაგმენტის გავრცელებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორ დეკანოზი აღნიშნავს, ვინც ღმერთს აგინებენ ასე სახალხოდ, აშკა...
1746883054
საზოგადოებანათია თურნავა რეიკიავიკის საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა რეიკიავიკის ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ისლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით და ნორსვესტერნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მაკ...
1746882964
საზოგადოებალევან მახაშვილი: ევროპა იმიტომაც არის ჩვენი სახლი, რომ მის შექმნას ჩვენი წინაპრების გმირულმა თავგანწირვამ დაუდო საფუძველი - ამ ღვაწლის სათანადოდ დაფასებით და არა მისი შეგნებული დავიწყებით არის ევროპა ევროპული
ევროპა იმიტომაც არის ჩვენი სახლი, რომ მის შექმნას ჩვენი დიდი პაპა-ბებიების, ჩვენი წინაპრების გმირულმა თავგანწირვამ დაუდო საფუძველი, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის...
1746878531
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის ის მახასიათებელი, რომელიც სამწუხაროდ ბრიუსელმა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დიდი ოდენობით შეიძინა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკი გუშინდელი განცხადება „ქრონიკასთან“ შეაფასა. „როცა შენს საქმეში ერევიან, მათ შორის ჰერჩნსკი, როცა გამოწვე...
1746878457
საზოგადოებამათიკაშვილი გუშინდელ აქციაზე: 2 ათას კაცზე მეტი ვერ შეაგროვეს, რადგან ლოზუნგად არის ქცეული ტერმინი „ევროპა“ - საზოგადოებამ კარგად იცის, რასაც რადიკალები ევროპის სახით სთავაზობენ, ეს არ არის ევროპული ღირებულებები
დავით მათიკაშვილმა გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი „ქრონიკასთან “გააკეთა. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდისტული...