პრემიერი: მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია, ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილის თავიდან არიდება ჩვენი საზოგადოებისთვის
მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მძიმე ტენდენციებია.
„სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში თვალსაჩინოა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას და ეს პრინციპში, სამწუხაროდ, წარმატებით გამოსდით. არის პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი, არის სიძულვილის დათესვის კონკრეტული ტენდენციები, რასაც ჩვენს მაგალითზეც თვალსაჩინოდ ვხედავდით და ჩვენ გვინდა, ამას დავუპირისპირდეთ. მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება, რომ ყველა ერთ აზრზე უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, დებატები სწორედ იმისთვის არის, რომ განსხვავებული აზრი წარმოადგინონ ადამიანებმა და ამის საფუძველზე საზოგადოებამ შეიქმნას უკვე საკუთარი დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
„იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სივრცე დებატებისთვის, ბუნებრივია, იზრდება დისტანცია საზოგადოების ორ მხარეს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პოზიციებთან დაკავშირებით მუდმივი დისკუსიები არსებობდეს იმისათვის, რომ განსხვავებული მოსაზრებები არ იქცეს უარყოფითი გაგებით, კონფლიქტის მიზეზი. ჩვენი მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია ამ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილის თავიდან არიდება ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის ბუნებრივი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომლითაც ჩვენ გამოვედით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1769964496
საზოგადოებაპრემიერი: ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში აკრიტიკებენ ამ რეფორმას
ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში....
1769962100
ახალი ამბებითბილისში 58 წლის კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა
თბილისში 58 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილი თელავის მცხოვრები იყო, თუმცა თბილისში მუშაობდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ...
1769960446
საზოგადოებაგივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცდა, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული, მიზნად ისახავს სახელმწიფო...
1769958424
საზოგადოებაგივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით
რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით....
1769956387
საზოგადოება„ქალბატონი ზურაბიშვილის შვილისგან სხვას არ უნდა ველოდოთ, დედის გზას დაადგა“ - ლევან მაჭავარიანი ქეთევან გორჯესტანის განცხადებებზე
სალომე ზურაბიშვილის შვილის განცხადება არც მოულოდნელი და არც გასაკვირი ყოფილა „ქართული ოცნებისთვის“. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტების მსგავსად, გორჯესტანისთვისაც, მთავარი პრობ...


























