პრეზიდენტი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სიტყვით გამომსვლელებიდან ყველა წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ითხოვდნენ ეს ადამიანები საქართველოს ომში ჩართვას.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ისინი ყველა გზით ცდილობენ სახელმწიფოს დაზიანებას.
„ეს არ არის ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ამ ძალების არსებობა. აღარ დამალეს და პირდაპირი ზეწოლა ხორციელდებოდა ჩვენს ხელისუფლებაზე გარედან და აქ, რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით. აქციები მოაწყვეს. ცომ ვიცით რა უნდოდათ მათ?! უნდოდათ, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები გაგვეგზავნა და იარაღი გაგვეგზავნა უკრაინისთვის. ზუსტად ერთ კვირაში, ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოხალისეების გაგზავნა ნებისმიერი ქვეყნიდან ეს ნიშნავს, რომ ომში ერთვება ეს ქვეყანა.
ეს ადამიანები ითხოვდნენ ამას ჩვენი ხელისუფლებისგან. ეს ხომ ომში ჩართა იყო პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენ ამას გავუძელით.
დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება, რომელსაც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ და კანონის საშუალებით ვამხელთ და ვუზღუდავთ. როგორ წარმოგიდგენიათ სუვერენული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები და სხვა ქვეყნის დაფინანსებით ხდებოდეს მათი დაფინანსება. ეს ხომ წარმოუდგენელია?!“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ის დღე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების გადაბარებაზე ღიად საუბრობდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის იყო ეკა გიგაური, რომელმაც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.
1775238281
სპორტისაქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს. ქართ...
1775236622
ახალი ამბებითინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების - იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების - იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო. ფერწერული ტილოები წარმოდგენილია...
1775234180
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე www.naec.ge გამოაქვეყნა. „ცნობარი აბიტუ...
1775232662
ახალი ამბებიმეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდ...
1775230611
ახალი ამბებისაქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი3 აპრილი, 2026 წელი. თბილისი 2026...































