პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის 12 ხელშეკრულება გაფორმდა. შპს „Aladashvili & co“-მ ისნის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სასადილოების ნაწილი - ოთხი სასადილო, გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ სამ კომპანიას: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონთან“ ერთად, 2024-2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.
აღნიშნულმა კომპანიებმა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ უფასო სასადილოებში მომსახურების გაწევისას დაარღვიეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები და მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.
აღნიშნული კომპანიების მფლობელებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინათ, ხოლო შპს „Aladashvili & co“-ს თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმასთან ერთად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
1775238281
სპორტისაქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს. ქართ...
1775236622
ახალი ამბებითინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების - იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების - იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო. ფერწერული ტილოები წარმოდგენილია...
1775234180
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე www.naec.ge გამოაქვეყნა. „ცნობარი აბიტუ...
1775232662
ახალი ამბებიმეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდ...
1775230611
ახალი ამბებისაქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი3 აპრილი, 2026 წელი. თბილისი 2026...































