პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება 1246,28 გრ. „მეთადონის (ფუძე)“; 73,65 გრ. „მდმ“-ა და 147,51 გრ. ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“, რაც 28 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა), 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 263-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753820207

საზოგადოება

პაატა იმნაძე: აუცილებლად უნდა გვეხუროს ქუდი, ვისაც სახლში არ აქვს კონდიცირების საშუალება, გამოიყენოს საზოგადოებრივი ადგილები - აფთიაქები, დიდი მოლები

ტემპერატურის მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს. მისი რჩევით, უნდა...

კოვიდი

1753818932

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: კირ სტარმერი აჯილდოებს „ჰამასის“ საშინელ ტერორიზმს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერი, კირ სტარმერი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის გამო. „სტარმერი აჯილდოებს „ჰამასის“ საშინელ ტერორი...

ნეთანიაჰუ

1753815738

საზოგადოება

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე „ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე „ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა. გიორგი ჩაკვეტაძეს „ახალი აზე...

ბაქოში ვიზიტი

1753813410

მსოფლიო

კირ სტარმერის განცხადებით, თუ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ისრაელი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. ამ...

კირ სტარმერი

1753811390

მსოფლიო

ტრამპი: პუტინს 10 დღეს ვაძლევ - ამის შემდეგ ტარიფებს დავაწესებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს იწყება 10-დღიანი ვადის ათვლა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. „დღევანდელი დღიდან პუტინს 10 დღეს ვაძლევ. ამის შემდეგ ტარიფებს დავაწესებთ“,...

ტრამპი: პუტინი