საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა პატიმრობაში მყოფი პირის ოჯახის წევრი დაარწმუნეს და დაჰპირდნენ მას, რომ თითქოსდა გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებდნენ მის ოჯახის წევრს. ამ საბაბით, დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს, რაც სრულად მიისაკუთრეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დაკავებულია, ხოლო თაღლითური ჯგუფის ერთი წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ,პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე,ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.
1795257050
საზოგადოებავახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი - ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაც...
1795254822
საზოგადოებაინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი: დღეის შეფასებით, 11 წლის ბიჭის და 3 წლის გოგოს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია
დღეის შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, - განუცხადა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთი ბარ...
1795252055
საზოგადოებაფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი კაცი
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება. როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთი ბარ...
1795250572
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში იმისთვის, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება სრულად დავაკმაყოფილოთ და შემდგომში განვაგრძოთ ელექტროენერგიის ექსპორტი
„ვარშავაში გამართულ ენერგეტიკის მინისტერიალზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, ვისაუბრეთ 10-წლიან სამოქმედ...
1795249585
ახალი ამბებიქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ხელზე დამწვრობა აღენიშნება. მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.


























