დავით მათიკაშვილი: ისე შეიძლება ევრობიუროკრატიამ მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული ქვეყნის მიმართ, საერთოდ არც ჰკითხოს არაფერი, დღითი დღე ინგრევა თანასწორობა, რის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი

 ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიის მხრიდან მიმდინარეობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრების სეგრეგაცია, – ამის შესახებ ​საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ევრობიუროკრატია აგრძელებს იმ პრინციპების ნგრევას, რის გარშემოც სადამფუძნებლო ხელშეკრულებით შექმნა ევროკავშირი.

„თანასწორუფლებიანობა წარმოადგენს სწორედ იმ ღერძს, რა პრინციპის გარშემოც შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი. დღეს ვხედავთ, რომ აშკარა სეგრეგაცია მიმდინარეობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრებისა ევრობიუროკრატიის მხრიდან. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ იმგვარი მოთხოვნებია დადგენილი, რომლებიც პრაქტიკულად ანულირებას უკეთებს მათ უფლებას, დაიცვან საკუთარი თავი ამ ბლოკში. ისე შეიძლება ევრობიუროკრატიამ მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომ საერთოდ არც ჰკითხოს მათ არაფერი. ეს არის ის მოცემულობა, რაშიც ევრობიუროკრატია ცდილობს, დღევანდელ სიტუაციაში მოახდინოს უფლებრივი, პრაქტიკულად, დემონტაჟი იმ სისტემისა, რაც წარმოადგენს ევროკავშირის უძირითადეს პრინციპს – თანასწორობას. ეს თანასწორობა ინგრევა დღითი დღე სწორედ ევრობიუროკრატიის ხელით“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც, დარღვევების შემთხვევაში, ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795256026

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგა...

პროკურატურა

1795254822

საზოგადოება

ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი: დღეის შეფასებით, 11 წლის ბიჭის და 3 წლის გოგოს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია

დღეის შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, - განუცხადა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთი ბარ...

ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი

1795252055

საზოგადოება

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი კაცი

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება. როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთი ბარ...

სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი

1795250572

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში იმისთვის, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება სრულად დავაკმაყოფილოთ და შემდგომში განვაგრძოთ ელექტროენერგიის ექსპორტი

„ვარშავაში გამართულ ენერგეტიკის მინისტერიალზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, ვისაუბრეთ 10-წლიან სამოქმედ...

მარიამ ქვრივიშვილი

1795249585

ახალი ამბები

ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ხელზე დამწვრობა აღენიშნება. მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.

პოლიცია, ლენტი, პატრული