ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ეჭვქვეშ ვერ დადგება, რადგან ყველაფერი ეფუძნება რეალობას, სიმართლეს, ფაქტებს და იმ წლებს, რომლებმაც ჩვენ წინ გაიარა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აბსოლუტურად უმწეო მდგომარეობაში არიან.

„რაც მეტს ლაპარაკობენ, უფრო მეტად ამყარებენ ჩვენს სარჩელს. ისეთ აბსურდებამდე დავიდნენ, რომ წითლიძემ თქვა, თითქოს სააკაშვილი არ იღებდა გადაწყვეტილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და თითქოს ვანო მერაბიშვილი და ბატონი ადეიშვილი არ ბრძანდებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ასეთ აბსურდებამდე არიან დასულები.

ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის, ანუ ჩვენ მხარეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მყარია. ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ეჭვქვეშ ვერ დადგება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ეფუძნება რეალობას, სიმართლეს, ფაქტებს და იმ წლებს, რომლებმაც ჩვენ წინ გაიარა. შესაბამისად, აბსოლუტურად უმწეო მდგომარეობაში არიან და აბსოლუტურად არანაირი თავის მართლების შანსი არ გააჩნიათ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795256026

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგა...

პროკურატურა

1795254822

საზოგადოება

ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი: დღეის შეფასებით, 11 წლის ბიჭის და 3 წლის გოგოს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია

დღეის შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, - განუცხადა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთი ბარ...

ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი

1795252055

საზოგადოება

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი კაცი

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება. როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთი ბარ...

სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი

1795250572

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში იმისთვის, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება სრულად დავაკმაყოფილოთ და შემდგომში განვაგრძოთ ელექტროენერგიის ექსპორტი

„ვარშავაში გამართულ ენერგეტიკის მინისტერიალზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, ვისაუბრეთ 10-წლიან სამოქმედ...

მარიამ ქვრივიშვილი

1795249585

ახალი ამბები

ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ხელზე დამწვრობა აღენიშნება. მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.

პოლიცია, ლენტი, პატრული