შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე

ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილია საარჩევნო კალენდარზე, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გარე ძალებს უნდათ, რომ აგვისტო-სექტემბერში, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მავნებლობა ჩაიდინოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა.
„ერთი რამე გავიხსენოთ ჩვენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა ყოველთვის იყო. მაშინ, როდესაც ჩვენ უვიზო მიმოსვლის შეთანხმება დავდეთ 2017 წელს, როდესაც ეს ყველაფერი ძალაში შევიდა, გახსოვთ, რომ მაშინ ეს ისტორია ჭორად დადიოდა და ეთაკილებოდათ ამის აღიარება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები როგორი დადიოდნენ სხვადასხვა კაბინეტში, რომ არ მოეცათ უვიზო მიმოსვლა. დღეს ამას საჯაროდ აკეთებენ, როგორც რადიკალური ოპოზიცია, ასევე, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, რომ რამენაირად ამ მხრივ გარკვეული ბარიერები შექმნან.
სხვათა შორის 31 აგვისტო რომ ითქვა ბრიუსელიდან, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მიწერილ წერილში ასეთი თარიღი ნახსენები არ არის და ანუ, ზეპირად გაცხადდა. არ ვიცი ეს თარიღი რას ეფუძნება და რატომ მაინც და მაინც აგვისტო, როცა ეს არის საპარლამენტო პაუზის და მითუმეტეს, არის წინასაარჩევნო პერიოდი. რატომ უნდათ მაინც და მაინც ცხელ ზაფხულში გვამუშაონ კანონებზე, ვერ ვხვდები, თავად დასვენება უნდათ და ალბათ ჩვენი გაწვალება უნდათ კანონებზე მუშაობით.
წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება. ჩვენ ყოველ წელს ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც რელევანტურია უვიზო მიმოსვლისთვის და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილია საარჩევნო კალენდარზე. ამასაც ეტყობა რასთან გვაქვს საქმე, რომ აგვისტო-სექტემბერში, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მავნებლობა ჩაიდინოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
1752782862
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია
ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა...
1752782134
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია
წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...
1752782050
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ
სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...
1752779680
მსოფლიოThe Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...
1752776306
სპორტივლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია
უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ტაჯიკი მაგომეტ ევლოევი დაამარცხა. ვლადიმერ გამყრელიძემ ფინ...