შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირი სხვადასხვა გამოვლინებით, მისი წევრი ქვეყნებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუციით ჩაერია საქართველოს არჩევნებში, ეს არის ფაქტი

ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირი სხვადასხვა გამოვლინებით, მისი წევრი ქვეყნებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუციით ჩაერია საქართველოს არჩევნებში, ეს არის ფაქტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„როდესაც საუბრობენ სხვა ქვეყნებში არჩევნებში ჩარევაზე, საქართველოს არჩევნებში ევროკავშირის ელჩი პირადად ერეოდა და ერეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები. ჩვენ გარკვეულწილად ნამუსს ვუნახავდით ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს. ვცდილობთ, რომ არ იყოს ზედმეტი აქცენტირება ამაზე, მაგრამ ასე არ შეიძლება. დამოუკიდებელი ქვეყანა რისთვის ვართ, რატომ გვაქვს საზღვრები. ეს მხოლოდ ფიზიკური საზღვარი არ არის, ეს არის სუვერენიტეტის საზღვრებიც. არაფერი ესაქმება ჩვენს არჩევნებში უცხო ქვეყნის ელჩს.
გერმანიის ელჩმა ყველაზე პატიოსნად თქვა, რომ ის აქ ატარებს გერმანიის სახელმწიფოს ინტერესებს. მას რომ სასწორზე დაუდო ქართველი და გერმანელი ხალხის ინტერესები, ის აირჩევს გერმანელი ხალხის ინტერესებს და სწორი მიდგომაა. ეს ჩვენს ზომბირებულ აკაცუკებს ჰგონიათ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებით უნდა იმოქმედონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1752782134
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია
წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...
1752782104
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე
ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილ...
1752782050
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ
სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...
1752779680
მსოფლიოThe Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...
1752776306
სპორტივლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია
უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ტაჯიკი მაგომეტ ევლოევი დაამარცხა. ვლადიმერ გამყრელიძემ ფინ...