შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია

ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც რა თქმა უნდა სირცხვილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილი არის პირდაპირ აღიარება, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღეს და არა სამართლებრივად დასაბუთებული.

„კერძოდ, ამ წერილში ნათქვამია, რომ 2025 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ზოგად ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გამოთქვეს საკუთარი შენიშვნები და ამ შენიშვნებზე არ იყო ადეკვატური რეაგირება, შეაჩერეს 2010 წლის ხელშეკრულება, რომელიც ერთმანეთთან კავშირში არ არის, ანუ ეს არის ზოგადი ვიზალიბერალიზაცია ყველა მოქალაქისთვის და ის არის სპეციფიური კატეგორიისთვის, დიპლომატიური პასპორტებისთვის.

მეორე საკითხია, ის, თუ რაზე სურს ევროკავშირს რომ საქართველომ იმუშაოს. აქ არის პუნქტები, რომელზეც მიდის პერიოდულად მუშაობა და პარლამენტმა საგაზაფხულო მოწვევის ფარგლებში ამასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. მაგალითად საკითხი მიგრაციასთან დაკავშირებით; იცით, რომ ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, იმისთვის, რომ შეიზღუდოს უკანონო მიგრაცია, შეიზღუდოს თავშესაფრის უკანონო მოთხოვნის საკითხები, ეს მნიშვნელოვანი მომენტია და კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან. გავამკაცრეთ მათ შორის დეპორტაციის შესაძლებლობები და სხვათა შორის ოპოზიციიდან ზოგიერთი ამის წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ბრძოლას, ამ მხრივაც ხედავთ მათ შორის ახალ ნარკოპოლიტიკას. კორუფციასთან დაკავშირებული საკითხების მხრივაც ვხედავთ. ანუ, აქ არის ტექნიკური საკითხები, რომელიც არის საკანონმდებლო პოლიტიკის ნაწილი და რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან არის პირდაპირ კავშირში, ამაზე მიდის მუშაობა და ამაზე ანგარიშებიც მიწოდებული გვაქვს ევროკავშირისთვის. თუმცა, ჰოი საოცრებავ და აღმოვაჩინეთ საკითხები, რომელიც არანაირი კავშირში ვიზალიბერალიზაციასთან არ არის.

ჩახედეთ რომელ ქვეყნებთან აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირს, ანუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ ევროკავშირში სხვადასხვა კონტინენტიდან და შეადარეთ საქართველოს რითაც გინდათ, გინდათ გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით თუ ნებისმიერი სხვა უფლებების განხორციელებით. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ პირველ ორ პუნქტად ჩამატებულ საკითხს, რომელიც ეხება მათ შორის ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას და გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმებას და ლგბტ უფლებების უზრუნველყოფას, ფაქტია რომ ეს არის ჩვეულებრივი საბაბი, იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი განახორციელონ საქართველოში და ამისთვის გამოიყენონ ვიზალიბერალიზაცია, როგორც იარაღი. საუბარია იმაზე, რამდენადაა ეს კავშირში ვიზალიბერალიზაციასთან, შეიძლება რაღაცა არ მოსწონთ, მაგრამ ამის გამო ევროკავშირის ბაზარზე ღვინის შეტანის ლიმიტები რომ შეზღუდონ, ეს ხომ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ რაღაც სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ. ამიტომ, ეს არის ამ საკითხთან აბსოლუტურად ხელოვნურად დაკავშირებული თემები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752782134

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია

წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...

შალვა პაპუაშვილ

1752782104

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე

ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილ...

შალვა პაპუაშვილი

1752782050

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ

სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...

შალვა პაპუაშვილი

1752779680

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...

: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

1752776306

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია

უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ტაჯიკი მაგომეტ ევლოევი დაამარცხა. ვლადიმერ გამყრელიძემ ფინ...

ვლადიმერ გამყრელიძე