შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთის სკოლებში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რომლებიც მსხვერპლით დასრულდა.
მან, ასევე, თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის წარმატებით ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და თურქეთს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხალხთაშორისი მეგობრობა აკავშირებთ.
შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე და რეგიონული საპარლამენტო ფორმატების შემდგომ გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო უმასპინძლებს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივ შეხვედრას.
მხარეებმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მნიშვნელობა. თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს მიერ რეგიონული მშვიდობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილი.
შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
1776424524
საზოგადოებაპრემიერი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში
ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირ...
1776423170
მსოფლიოინდონეზიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდო...
1776423078
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა, ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა
მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთო...
1776423001
ახალი ამბებილევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება
„იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება“, - გ...
1776422362
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: თითქმის ნახევარი მსოფლიო ცეცხლის ალში გახვეული, საქართველოში კი მშვიდობაა, ეს იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც რეგიონის ქვეყნები ერთიანად აწარმოებენ
ჩვენს ირგვლივ თითქმის ნახევარი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და საქართველოში მშვიდობაა. ეს იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად ვაწარმოებთ,...


























