სოლომონ პავლიაშვილი კორეის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიის HERMES-LOGIX ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიის HERMES-LOGIX აღმასრულებელ დირექტორთან სოკ-ჰო ლისთან (Suk-Ho Lee) გამართა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, HERMES-LOGIX 1995 წლიდან ოპერირებს და კორეის მასშტაბით ფლობს უამრავ სასაწყობე სივრცეს, სატრანსპორტო საშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს სრულ სასაწყობე და ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
„შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ქართული ღვინის კომპანიებისთვის ლოგისტიკური მომსახურების გაწევის შესაძლებლობები. კომპანიამ წარმოგვიდგინა დეტალური ინფორმაცია ტარიფებისა და განსაკუთრებული შეთავაზების შესახებ. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხებზე“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოინახულეს HERMES-LOGIX კომპანიის ძირითადი საწყობი ქალაქ იონგინში. სასაწყობე სივრცე განთავსებულია 4 ჰა ფართობზე და აღჭურვილია უახლესი ტექნილოგიებითა და სისტემებით.
მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში გამოფენას „Seoul Wine and Spirits Expo 2025” ესწრება და, ამასთან ერთად, შეხვედრებს მართავს კომერციული სექტორისა და მეღვინეობის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილება კორეის ბაზარზე ქართული აგროპროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხები.
1751298388
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, საპასუხოდ კი არაფერიც არ მომხდარა - 1500-მდე კაცი შეიკრიბა მხოლოდ
„ოპოზიცია გაკოტრების გზას არ ადგას, ოპოზიცია დგას უფსკრულის პირას“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური...
1751296972
საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართ...
1751296087
სპორტიძაკარდო კვარასა და ქართველ ტალანტებზე: იმედია, „პსჟ“ „ნაპოლის“ შეხვდება, რადგან კვარა ნეაპოლელი ფანების ტაშს იმსახურებს, ბევრმა გუნდმა თვალი უნდა ადევნოს
ვეტერანმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ Tuttomercato-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან, ასევე, დაასახელა ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და წამყვანმა ევროპუ...
1751296040
საზოგადოებაანდრია ბასილაია: გამოვლინდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტები არ იყო ხელმისაწვდომი, მოხდა კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და შემუშავდა ახალი პროგრამა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება
სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება პრიორიტეტია ქალაქისთვის და ყოველწლიურად ნახევარი მილიონი თბილისელი ბენეფიციარი იღებს ამ სიკეთებს, რაც ამ პროგრამებში გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბ...
1751294449
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: კაია კალასს არ აინტერესებს რა ხდება სომხეთში და სწორად აღსრულდება თუ არა იქ სამართალი, მას მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს
კაია კალასს არ აინტერესებს რა ხდება სომხეთში და სწორად აღსრულდება თუ არა იქ სამართალი, მას მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი...