გენადი არველაძე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის გენერალურ მდივანს, კურტ ჯაგერს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (European Free Trade Association - EFTA) გენერალურ მდივანს, კურტ ჯაგერს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მინისტრის მოადგილის შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და EFTA-ს წევრ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის და აღინიშნა, რომ არსებობს პოტენციალი, რათა საქართველოს ვაჭრობა ასოციაციის წევრ სახელმწიფოებთან კიდევ უფრო გაიზარდოს. ამისათვის, მინისტრის მოადგილემ EFTA-ს გენერალურ მდივანს შესთავაზა ერთობლივი ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის წარმომადგენლების დაახლოებას და დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ვაჭრობის მონაცემების ზრდაზე.
აღინიშნა, რომ 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და EFTA-ს წევრ სახელმწიფოებს შორის 14,8%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 302 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ექსპორტი 24%-ით გაიზარდა. როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, 2018 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ამოქმედდა, ქვეყნებს შორის საერთო სავაჭრო ბრუნვა 92,4%-ით, ექსპორტი კი 43%-ით გაიზარდა, რაც აღნიშნული შეთანხმების სტრუქტურულ უპირატესობაზე მიანიშნებს. ამავე დროს, გენადი არველაძის თქმით, EFTA-ს წევრ სახელმწიფოებში ექსპორტი მეტ დივერსიფიცირებას საჭიროებს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ღვინო, თხილი, საკონსერვო ნაწარმი, ხილის წვენები, ტექსტილი და სხვა, რომელთაც ექსპორტსაც ასოციაციის წევრი სახელმწიფოების ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს.
მინისტრის მოადგილემ ასოციაციის გენერალურ მდივანს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მომდევნო შეხვედრის საქართველოში ჩატარება შესთავაზა, რომლის დროსაც განხილული იქნება სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. ერთობლივი კომიტეტის ბოლო სხდომა 2022 წელს გაიმართა.
მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, მხარეთა შორის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (European Free Trade Association - EFTA) გენერალური მდივანი კურტ ჯაგერი საქართველოში, თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე მოიწვია, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება.
1747657994
საზოგადოებასპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება. ინფორმაციას საქართველოს „პირველი არხი“ ავრცელებს. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებისთვის დ...
1747657865
ახალი ამბებითბილისში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა - შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. გამოძიება სისხლის...
1747654616
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ა...
1747653676
საზოგადოებალუკა კურტანიძე: ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“
დაიწყო სამაგალითო დასჯა, მიზანმიმართულად ფიზიკური ანგარიშსწორება. რამდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა, ყველაფერი ჩამომახიეს და ასე ნაცემ ნაბეგვი გამიყვანეს გარეთ, - განაცხადა ლუკა კურტან...
1747651578
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ერთი მუჭა მოღალატეები და შულავრის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში
ერთი მუჭა მოღალატეები და შულავრის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოჯახის სიწმინდისა...