სპორტის მინისტრი 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის დახურვის ცერემონიას დაესწრო
თელავში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის პირველობა გაიმართა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩემპიონატის დახურვის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დროს საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 35:28 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე მოპოვებული ოთხი გამარჯვების შედეგად 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში გადაინაცვლა.
საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ მამულაშვილი დასახელდა, რომელიც შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვა.
ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 31:24 დაამარცხა, მეორე მატჩში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ანგარიშით 35:32 გაიმარჯვა, მესამე შეხვედრაში კვიპროსის ნაკრები ანგარიშით 29:19 დაამარცხა, ხოლო მეოთხე გამარჯვება კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოიპოვა, რომელშიც მეტოქეს ანგარიშით 35:30 სძლია.
18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, ბელგიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, კოსოვოსა და კვიპროსის გუნდები მონაწილეობდნენ. კონტინენტის პირველობა, 2-დან 9 აგვისტოს ჩათვლით, თელავის სპორტის სასახლეში იმართებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1787506689
ახალი ამბებისაქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 101:90 დაამარცხა. მატჩი სტუმრებმა ა...
1787503016
მსოფლიორუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია
რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. ლონდონში რუსეთის საელჩოს ცნობით, ანდრეი კელინმა დიპლომატიური პოსტი გასულ თვეში, თანამდებობაზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვ...
1787500956
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს - რასაც ერთმანეთს ეძახიან, სიმართლეა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის
„საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას. მმართველი გუნდის დეპუტატის თ...
1787498203
ახალი ამბებიგიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონია, შოთა კაკაბაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) და შოთა კაკაბაძემ (65 კგ) იასპარეზეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მთავარი მწვრ...
1787497662
ახალი ამბებილევან ძიმცეიშვილი ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია – ქართველმა ძალოსანმა სამი ოქროს მედალი მიოპოვა
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ იასპარეზეს. ძიმცეიშვილმა ატაცში 108 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩე...































