მიხეილ სარჯველაძე: ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ახლა ვუყურებ პოლიტიკოსებისგან - ამ ბავშვების ტრაგედიით და მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ და ქულები დაიწერონ

ცდილობთ, ხელოვნურად შექმნათ ყალბი შთაბეჭდილება, რომ დებატი უნდა მოეწყოს ჩემსა და მშობელს შორის. სამწუხაროდ, არავითარი რესურსი და არგუმენტი არ აქვს თავად დამიჯდეს დებატებში. როგორც ამბობენ, ამაზე დაბლა ფსკერი და დონე აღარ არსებობს. აი, ეს იკადრეთ დღეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ასეთი რამ, უბრალოდ, არ უნდა გეკადრათ, - მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ქეთევან ბაკარაძეს და ამავე პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მინისტრმა ასევე მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს, შეადარონ წინა გამოსვლები, მათ შორის, ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადებები, სადაც ნათლად ჩანს, მისი პოზიცია, რისი არასწორი ინტერპრეტაციითაც ახლა ოპონენტები მანიპულირებას ცდილობენ.

„რაც შეეხება არა მხოლოდ დიუშენით დაავადებულ, არამედ ყველა ბავშვს, ყველას ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ღმერთმა ყველას მტკიცე ჯანმრთელობა მისცეს და მალე აპოვნინოს განკურნება. ამას, სრულიად გულწრფელად, როგორც ჩემს შვილებს ვუსურვებ, ისე - მთელ საქართველოს და თითოეულ ბავშვს. ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ახლა ვუყურებ პოლიტიკოსებისგან - ამ ბავშვების ტრაგედიით და მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ და ქულები დაიწერონ. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე ცუდი რამ, ეს არის სიბინძურე. არ შეიძლება ამის შეწყნარება და ასე გაგრძელება, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დავფიქრდეთ და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს. პირველ რიგში, ჩვენ ვგულშემატკივრობთ იმას, რომ ამ ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს მათთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტის მიღება. ამისთვის სახელმწიფო გააკეთებს უკლებლივ ყველაფერს, ოღონდ არა პოლიტიკური ქულის, არამედ რეალური საჭიროებისთვის, რეალური განკურნებისთვის“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777474618

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში - კერძოშიც, საჯაროშიც ონკოლოგიის მიმართულებით ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის, მაგრამ სისტემა ნამდვილად ვითარდება - კარგად და მაღალი ტემპით

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ პაციენტებს უფინანსდებათ არა მხოლოდ ქიმიო-ჰორმონოთერაპია საჭირო მედიკამენტებით და სხივური თერაპია, ასევე - ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკა...

მიხეილ სარჯველაძე

1777473028

საზოგადოება

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეთავსებით განახორციელონ ექსპერტული საქმიანობ...

თამარ მახარაშვილი

1777472726

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, მისი მინისტრობის დროს უამრავი ცვლილება განხორციელდა შსს-ში

მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას. როგორც მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1777471932

საზოგადოება

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა

2026 წლის 29 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაშ...

ლაშა დარსალია

1777470736

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთება, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2025 წელს ონკოლოგიური დაავადებების მართვისთვის სერვისი მიეწოდა 38 627 ბენეფიციარს. ეს თემა ეხება უცხოეთში წასვლის სურვილის მქონე პაციენტებს. კი, საკმაოდ ბევრს...

მიხეილ სარჯველაძე