თამარ ჩერგოლეიშვილი: როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქუთაისში, მე-19 საუკუნის კათოლიკური ტაძარი მიიტაცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ - სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ეს უსამართლობა გამოასწოროს
„ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს ქუთაისში მდებარე მე-19 საუკუნის ტაძარზე, რომელიც, მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კათოლიკეებს არ დაბრუნებიათ, ვინაიდან, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიტაცა.
ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ღირსების საკითხია, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს აღმსარებლობის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება, ლოცვის უფლება და სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ არსებული უსამართლობა გამოასწოროს.
„ახლა ვარ ქუთაისში, ჩემს უკან არის მე-19 საუკუნის კათოლიკური ტაძარი, ჩემს გვერდზე კი არის ძალიან ცნობილი და საამაყო კათოლიკე ქართველის, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი. ზაქარია ფალიაშვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, კათოლიკურ ტაძარში ლოცვას კათოლიკურად ვერ აღავლენდა იმიტომ, რომ ამ ტაძარს ასეთი ისტორია აქვს: მე-19 საუკუნეში აშენდა, მაგრამ 1939 წელს, ბოლშევიკებმა, კომუნისტებმა, წაართვეს ქართველ კათოლიკეებს ზუსტად ისევე, როგორც ქართველ მართლმადიდებლებს, თავიანთი ტაძრები და აუკრძალეს რწმენა. შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს ტაძარი, როგორც მართლმადიდებლური დაუბრუნდათ, ისე კი არ დაბრუნებია 20 ათასამდე კათოლიკე ქართველს, რომელიც აქ, ქუთაისში ცხოვრობს, არამედ, დაიბრუნა, უფრო სწორად, მიიტაცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და ჩემი აზრით, საზოგადოების ღირსების საკითხია, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს , ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდეს აღმსარებლობის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება, ლოცვის უფლება და ამას გარდა, ახორციელებდეს საკუთრების უფლებას იმაზე, რაც მისია. ჩემი აზრით, სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ეს უსამართლობა გამოასწოროს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციით იქნება ეს თუ იმ ზომების მიღებით, რაც საჭიროა, რომ აქ მცხოვრებმა დაიბრუნონ აღმსარებლობის თავისუფლება და თავიანთი ქონება“, - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
1777580010
საზოგადოებაკახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ
„როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვს...
1777579977
საზოგადოებაკახა კალაძე: მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს
მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. წამყვანმა ჰკითხა სამთავრობო...
1777579516
საზოგადოებაკახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობებზე: არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი
არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალა...
1777579012
საზოგადოებაკახა კალაძე: აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა
აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა, - განაცხადა დედაქალაქის მერმ...
1777578987
საზოგადოებაკახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები
ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევრ...



























