თბილისის „იბერიამ“ „ლარნი“ დაამარცხა და ევროტურნირის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა

თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნი“ 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონმა ჩრდილოეთირლანდიურ გუნდთან სტუმრად 0:0 ითამაშა. საპასუხო მატჩისთვის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ვახო ბედოშვილი, რომელმაც პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. „მიხეილ მესხზე“ მისულმა 17 ათასამდე გულშემატკივარმა მძიმე ბრძოლა იხილა.

„იბერია“ ფრთხილად თამაშობდა და დაცვას აქცევდა ყურადღებას, თუმცა მომენტებსაც ქმინდა და 74-ე წუთზე ანგარიში გახსნა. გოლი ვახო ბედოშვილმა გაიტანა. სტუმრებმა ორ წუთში სიმპსონის დარტყმით წონასწორობა აღადგინეს.

გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი 102-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა დააწინაურა, მან ანდრია ბართიშვილის გადაცემა გამოიყენა.

ამ გამარჯვებით „იბერია“ უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა და ამავდროულად, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართულმა გუნდმა ბოლოს უეფა-ს საკლუბო ტურნირის მთავარ ეტაპზე 2004 წელს ითამაშა, მაშინ თბილისის „დინამომ“ უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა.

ევროპის ლიგის პლეი ოფში „იბერიის“ მეტოქე პოლონურ „იაგელონიასა“ და შოტლანდიურ „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებული იქნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788801303

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს

საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...

ალექსანდრე დარახველიძე

1788798869

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...

თამარ იოსელიანი

1788797071

ახალი ამბები

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.  მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1788795593

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი

1788794871

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი გერმანიის არჩევნებზე: ჩვენ საქართველო გვტკივა, ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს, ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს

„ჩვენ საქართველო გვტკივა. ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს“, - განაცხადა...

გია ვოლსკი