თეა წულუკიანი: ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება, საქართველოს მოქალაქისთვის სრულიად გაუგებარია ხოლმე, ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან

ვინც ამ დასკვნას წაიკითხავს, ნახავს, რომ ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება, საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაული თავის თავზე იწვნია, არის ხოლმე სრულიად გაუგებარი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნით სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, კომისიის დასკვნა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს უნდა დაეხმაროთ იმის გაგებაში, თუ რაში იცხოვრა საქართველომ 2003-2012 წლებში და რატომ აღარ სურს ქართველების უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში დაბრუნება.

„ამას განაპირობებს ის, რომ მოცემულმა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა, არც კი იციან, რაში იცხოვრა საქართველომ 2003-დან 2012 წლამდე. ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ ჩვენს გაგებაში, საქართველოს და იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოხვედრა. ამიტომ, რაკი მათ ქართული არ იციან, ალბათ, უნდა ვისურვოთ, რომ ეს მინიმუმ ინგლისურ ენაზე ითარგმნოს. ამიტომ, თუ წინააღმდეგნი არ იქნებით, ჩვენ დღეიდან დავძრავთ პროცედურებს როგორც თარგმანის, ასევე, პირველ რიგში, დაბეჭდვის მიმართულებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754303947

საზოგადოება

კორუფციული სკანდალის გამო ლიეტუვის მთავრობა გადადგა

ლიეტუვაში, კორუფციული სკანდალის გამო, მთავრობა გადადგა. მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის გინტაუტას პალუცკასის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდება. ის კორუფცი...

ლიეტუვა

1754303862

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძეების ოჯახისგან ბინის ქირაობაზე: ჩვენ სამართლებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კანონი კანონობს ნებისმიერი ადამიანისთვის. რა გასაკვირია, რომ აქ იკვეთებოდეს თაღლითობის კიდევ ერთი კომპონენტი

ჩვენ სამართლებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კანონი კანონობს ნებისმიერი ადამიანისთვის, ელჩი იქნება, პოლიტიკოსი იქნება, მეწარმე იქნება, ჟურნალისტი თუ არ აქვს მნიშვნელობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...

ირაკლი კირცხალია

1754303837

საზოგადოება

ცხინვალში სტალინის ძეგლი აღადგინეს

ცხინვალში აღადგინეს საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ძეგლი, რომელიც მანამდე სკოლის მოსწავლეებმა ჩაქუჩით დააზიანეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ცხინვალელმა ბავშვებმა ქანდაკებას ცხვირი და თვალ...

 სტალინის ძეგლი

1754300404

საზოგადოება

ალექსანდრე ტაბატაძე: კომისიის დასკვნაში არის მასალა, რომელიც ეყრდნობა რეალურ ფაქტებს. მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური, უახლეს ისტორიაში არ მგონია, რომ რამე დოკუმენტი მოიძებნებოდეს, როგორც ეს ასახულია, დღევანდელი კომისიის დასკვნაში

ეს მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური და მე ვუერთდები ჩემი კოლეგების მოსაზრებას, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მგონია, რომ რამე დოკუმენტი მოიძიებოდეს, როგორც ეს ასახულია, დღევანდელი კომისიის ა...

ალექსანდრე ტაბატაძე

1754297256

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნების მნიშვნელობაზე და საარჩ...

ცესკოს თავმჯდომარე