ცესკოს თავმჯდომარე შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.
გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნების მნიშვნელობაზე და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის, მათი ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით და დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ახორციელებს.
გიორგი კალანდარიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.
„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და ურთიერთობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩავერთოთ ახალ საბანაკე სეზონში და შევხვდეთ ასობით ახალგაზრდას, ხელი შევუწყოთ მათი ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიც არის, მაგალითად, დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესებში, პროგრესი რაც ტექნოლოგიურმა ინტერვენციამ უზრუნველყო და რა თქმა უნდა, ასეთი ჯანსაღი დისკუსიების ფონზე წავახალისოთ მათი აქტიური ჩართულობა“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ახალგაზრდებთან შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციისა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.
1754303947
საზოგადოებაკორუფციული სკანდალის გამო ლიეტუვის მთავრობა გადადგა
ლიეტუვაში, კორუფციული სკანდალის გამო, მთავრობა გადადგა. მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის გინტაუტას პალუცკასის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდება. ის კორუფცი...
1754303862
საზოგადოებაირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძეების ოჯახისგან ბინის ქირაობაზე: ჩვენ სამართლებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კანონი კანონობს ნებისმიერი ადამიანისთვის. რა გასაკვირია, რომ აქ იკვეთებოდეს თაღლითობის კიდევ ერთი კომპონენტი
ჩვენ სამართლებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კანონი კანონობს ნებისმიერი ადამიანისთვის, ელჩი იქნება, პოლიტიკოსი იქნება, მეწარმე იქნება, ჟურნალისტი თუ არ აქვს მნიშვნელობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...
1754303837
საზოგადოებაცხინვალში სტალინის ძეგლი აღადგინეს
ცხინვალში აღადგინეს საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ძეგლი, რომელიც მანამდე სკოლის მოსწავლეებმა ჩაქუჩით დააზიანეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ცხინვალელმა ბავშვებმა ქანდაკებას ცხვირი და თვალ...
1754300404
საზოგადოებაალექსანდრე ტაბატაძე: კომისიის დასკვნაში არის მასალა, რომელიც ეყრდნობა რეალურ ფაქტებს. მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური, უახლეს ისტორიაში არ მგონია, რომ რამე დოკუმენტი მოიძებნებოდეს, როგორც ეს ასახულია, დღევანდელი კომისიის დასკვნაში
ეს მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური და მე ვუერთდები ჩემი კოლეგების მოსაზრებას, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მგონია, რომ რამე დოკუმენტი მოიძიებოდეს, როგორც ეს ასახულია, დღევანდელი კომისიის ა...
1754298600
საზოგადოებათეა წულუკიანი: ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება, საქართველოს მოქალაქისთვის სრულიად გაუგებარია ხოლმე, ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან
ვინც ამ დასკვნას წაიკითხავს, ნახავს, რომ ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება, საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაული...