ცესკოს თავმჯდომარე ახმეტის მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, შეხვედრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, განსაკუთრებული აქცენტით არჩევნებში პირველად მონაწილეობაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და მის უპირატესობებზე, ასევე, დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესზე. გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ.
თავის მხრივ, სამოქალაქო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე ისაუბრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა. მისი თქმით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა და მათი ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.
1746010013
საზოგადოებაირაკლი გედენიძე: დღესაც ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია აგრესია
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1746008902
საზოგადოებაირაკლი გედენიძე: წამიყვანეს მოდულში, ჩემთვის უცნობი პიროვნება თავის არეში მირტყამდა მუშტებს. ვიღაცამ თქვა, მოდი დავტესტოთ, დენს ეს უძლებსო. გავყავარ ოთახიდან და უცებ უკნიდან მესმის „დაიჩოქე ბიჭო“- რომ ხვრეტენ ასეთ პოზაში დამაყენეს
წამიყვანეს მოდულში. იქ გაჩერდნენ ცენტრალურ შესასვლელთან და რაციით ელოდებოდნენ დასტურს. მერე გადმოსცეს, რომ ვსო, შეყვანილები არიან და ეგეც შემოიყვანეთო, - განაცხადა „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულმა ფ...
1746008718
საზოგადოებავარძიის მიმდებარედ, მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს
ვარძიის მიმდებარედ მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს. არსებული ინფორმაციით, კაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. გავრცე...
1746008164
საზოგადოებაირაკლი გედენიძე: იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვით-თქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე, დამადო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ისაუბრა და მისი სასაფლაოზე ცემის ფაქტი გაიხსენა. მისი თქმით, გათხრილ საფლავ...
1746004685
საზოგადოებასუბარი გიორგი აბდალაძეს: ნიკა კვინტრაძე იყო ადამიანი, რომელიც გადაიღეთ ცოცხალი, შემდეგ ვითომ დენმა დაარტყა და მაღაზიის სახურავზე იყო გარდაცვლილი - თქვენი ეს ფოტო რეჟიმის გასამართლების ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მტკიცებულებაა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ და კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2011 წლის 27 მაისს, მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი გარდაცვ...