ვახტანგ ცინცაძე: ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150,000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სიღარიბე კი განახევრდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, საშუალოდ, 9,7 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ლიდერია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 4 წლის პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, ფაქტობრივად გაორმაგდა და თითქმის 25,000 ლარს გაუტოლდა.

„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ვაჭრობის, მშენებლობის და სხვა სექტორებმა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში 150,000 - ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა,“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მისი თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა და 9,4 პროცენტს გაუტოლდა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო 4 წელიწადში სიღარიბეს თავი 445,000-მა ადამიანმა დააღწია.

„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2025 წელს და მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მათ შორის, აღნიშნულს ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, რომლის მიხედვითაც 2025 - 29 წლებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება", - აღნიშნა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752695230

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ევროკავშირის რეკომენდაციებზე: ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?!

ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?! - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „...

მამუკა მდინარაძე

1752694512

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია

საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია, - გა...

მამუკა მდინარაძე

1752693609

საზოგადოება

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რ...

მთავარი

1752691227

მსოფლიო

ზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. „დილით შეხვედრა გვქონდა დენის შმიგალთან კონკრეტულად თავდაცვის საკ...

 შმიგალი

1752688899

მსოფლიო

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა და დაშავდა 34 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 16 ივლისს ისრაელმ...

დამასკოდამასკო