​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და ფაქტობრივად, 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საბანკო სექტორის ძირითადი მაჩვენებლების შეფასებისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად აქვეყნებს.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო სექტორის ნდობა საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო გარემოს მიმართ, არის საკმაოდ მაღალი, ასევე მაღალია ნდობა ენერგეტიკული პოლიტიკისადმი.

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მისი შეფასებით, ენერგეტიკის სექტორი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად, სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს ენერგეტიკული პროექტების განვითარებას.

„არაერთი მექანიზმი არსებობს, რომელიც ასტიმულირებს კერძო სექტორის მიერ პროექტების განვითარება. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვხედავთ იმ ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგებს, რომელმაც მოიტანა როგორც დაფინანსების ზრდა, ასევე ეკონომიკური აქტივობის ზრდა ენერგეტიკის სექტორში, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება იმ სტატისტიკით, რომელზედაც ვსაუბრობთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 30%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტება 40%-იან ზრდას აჩვენებს, რაც ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციებისა და საბანკო დაფინანსების სტაბილურ დინამიკაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორი სასესხო პორტფელი ვადაგადაცილების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787749112

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ევროკომისრებმა რუკას დახედონ, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ამ მომენტში კიდევ უფრო მეტად შეიძლება, სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

მარტა კოსი საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენებს, როცა წუხს, რომ ჩვენი გუნდის ინიციატივით მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში შესაძლებელი აღარ არის, „შავი ფული“ შემოვიდეს, – ამის შესახ...

არჩილ გორდულაძე

1787748825

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. „სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის...

 პესტიციდებისა და აგროქიმიკატები

1787747708

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: 148 წლის წინ აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდა, 300-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, გვარამიასავით, ტრავმა აჭარისთვის არავის უწოდებია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების 148-ე წლისთავს ეხმაურება. ის აჭარის ისტორიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ 300-წლი...

 ცოტნე ანანიძე

1787746031

ახალი ამბები

გლდანის გამგეობამ 71 მისამართზე ლიფტის სრული რეაბილიტაცია განახორციელა

გლდანის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას განაგრძობს. მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტ...

 ლიფტი

1787743748

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ

„ყველა ის პროექტი და ქველმოქმედება, რომელიც ერისკაცმა განახორციელა, ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს გაძლიერებას, წინაპრების დანატოვარის გადარჩენას, მომავალი თაობებისთვის სიწმინდეების, ტაძრები...

დიმიტრი სამხარაძე