ვახტანგ ცინცაძე: მოლოდინია, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა გლობალური მასშტაბით, რასაც ხელს უწყობს ის გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბით, რასაც ხელს უწყობს ის გონივრული და თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ „ქრონიკასთან“.
როგორც ცინცაძემ აღნიშნა, ექსპორტის ზრდის მიმართულებით საკმაოდ მაღალი ტენდენცია ფიქსირდება.
„ასევე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 5 თვის მაჩვენებლები საკმაოდ ძლიერია. მოლოდინია,რომ, აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეშიც შენარჩუნდება და გაგრძელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა. სულ ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 6%-დან 7,2%-ამდე გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იმ ფონზე, როდესაც არაერთი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კლების მიმართულებით დაკორექტირდა“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
Galt & Taggart-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა.
1751573827
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის
რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“. პრემიერის...
1751573797
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდება დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან
გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...
1751572516
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ
„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემი...
1751572471
საზოგადოებაპრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა
პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...
1751572386
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება
ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია...