ვოლსკი პეტერ ფიშერის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებაზე: პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების გაზიარება ერთ რამეზე მეტყველებს - ეს არის პოლიტიკური კორუფცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ეხმიანება გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების ფაქტს.

ვოლსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გერმანიაში არ არსებობს მსგავსი კანონი, რომელიც ელჩის მხრიდან პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავების შესაძლებლობას იძლევა, „ელჩი ქირაობს პოლიტიკური ლიდერისაგან სახლს თანაც ხელშეკრულების გარეშე, არავინ არ იცის ვინ რას იხდის და საფინანსო ანგარიშს აგზავნის ბერლინში, რას მიუთითებს იქ, რომ „ქეშით“ უხდის პოლიტიკურ ლიდერს? რა რაკურსით შეიძლება ეს იქნეს განხილული ჩემთვის წარმოუდგენელია“.

„საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა ეს რასაკვირველია სერიოზული პოლიტიკური თემაა, თუკი ეს ასეა. ჩვენ არ ვიცით რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი და ნორმა დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებელთან. მით უმეტეს, თუ გამქირავებელი არის პოლიტიკური პარტიის ლიდერად ცნობილი და შესაბამისად, ეს ელჩიც მის პოზიციას უჭერს მხარს, მათ შორის აშკარად, საკმაოდ აგრესიულად, რასაკვირველია ამას შეგვიძლია დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია. რამდენად ითარგმნება ეს კონკრეტულ დარღვევაში სამართლებრივად, გადაუხდელობის ფაქტთან დაკავშირებით რა შეიძლება ითქვას, ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოები ალბათ იტყვიან, მაგრამ თუ ეს ასეა, დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში არანაირი კანონი არ არსებობს ისეთი, რომელიც უშვებს ასეთ უმსგავსობას, რომ ელჩი ქირაობს პოლიტიკური ლიდერისაგან სახლს თანაც ხელშეკრულების გარეშე, არავინ არ იცის ვინ რას იხდის და საფინანსო ანგარიშს აგზავნის ბერლინში, რას მიუთითებს იქ, რომ „ქეშით“ უხდის პოლიტიკურ ლიდერს? რა რაკურსით შეიძლება ეს იქნეს განხილული ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური კორუფცია არის სახეზე,“- აცხადებს ვოლსკი. ვოლსკის განცხადებით, ელჩის მხრიდან მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავება და ამავდროულად, მისი პოლიტიკური პოზიციის მხარდაჭერა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია. „თავი დავანებოთ იმას, რომ ეს ფინანსური შეთანხმების დოკუმენტი არ არსებობს, პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება, ქვეყნის ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების და პოზიციის გაზიარება თანაც ეგრე აგრესიულად, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია. უფრო მეტიც ელჩი საქართველოს არ იხილავს იმ სახელმწიფოდ, სადაც წესები უნდა დაიცვას, არ იხილავს იმ სახელმწიფოდ, რომელსაც გარკვეული კულტურა, ტრადიცია, ინტელექტი გააჩნია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამით შეურაცხყოფს თუ არა მასპინძელ სახელმწიფოს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754065562

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსა და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზალშამსის შეხვდა....

მარიამ ქვრივიშვილი

1754063525

საზოგადოება

სოსო მანჯავიძე: „ნეტგაზეთი“ არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი არის ვეტერანი სოროსელი, მათი ამოცანაა სახელმწიფო სისტემების მოშლა. ამაღლობელის მიერ სახელმწიფო დაუსჯელად უნდა დამცირდეს, ის ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ ბოდიში არ მოიხადოს

 „მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სამართლებრივ სიბრმავეს. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გაარტყა ხელი ამ ქალმა ბათუმის პოლიციის უფროსს. შემდეგ თქვა, რომ...

სოსო მანჯავიძე

1754059100

საზოგადოება

ნინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციით მუქარას, დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი ვერ შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზ...

ნინო წილოსანი

1754059047

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს

არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს, - განაცხადა საპარლამენტო...

მამუკა მდინარაძე

1754058318

საზოგადოება

ნინო წილოსანი: როდესაც შენ გყავს და შეგიძლია მერად აირჩიო კახა კალაძე, როდესაც გინახავს კახი კალაძის მერობა და მისი გაკეთებული საქმეები, არც უნდა იფიქრო სხვა კანდიდატზე

„ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში უალტერნატივო არის. ის კანდიდატები, მერობის თუ საკრებულოს შემადგენლობის, რასაც ჩვენ წარვადგენთ იქნება საუკეთესო შემადგენლობა. ასეთივე უალტერნატივო იყო კახა კალაძე...

ნინო წილოსანი