მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსა და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზალშამსის შეხვდა.
საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტულ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში თანამშრომლობაზე, მათ შორის, "თბილისის მშრალი პორტი"-ს პროექტის ფარგლებში. აღინიშნა, რომ ისეთი პროექტები, როგორიცაა „თბილისის მშრალი პორტი“, ხელს უწყობს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბის მეტად პოზიციონირებას რეგიონული მასშტაბით, აგრეთვე შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა „თბილისის მშრალი პორტის“ შემდგომი განვითარება. პროექტის უმსხვილესი ინვესტორია „აბუ-დაბი პორტს გრუფი“. აღინიშნა, რომ პროექტის განვითარება 3 ფაზას მოიცავს 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე დასრულებულია და ფუნქციონირებს პირველი ფაზა, რომელშიც 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაყოფიერ თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედებამ - აღნიშნული შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს პრეფერენციული ტარიფით ექსპორტის განხორციელებას საშუალებას აძლევს, რაც ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაზე პოზიტიურად აისახა. ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში როგორიცაა ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა და სხვ.
შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
1754128251
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ
ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთა...
1754128193
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
2016 წლიდან მოყოლებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...
1754127140
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება
გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა...
1754125809
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია
არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით გამორჩეულია მაღალმთიანი აჭარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში „შუამთობის...
1754125005
საზოგადოებაკალოუბნის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ნაცვლად, ახალი 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქ. N 18-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს. სამუშაოები აქტიურ რეჟიმშიმიმდი...