„ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა“ - პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი
ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა, - აცხადებს პლატფორმა "თავისუფალი ბიზნესის" დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი.
დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, იმ ბიზნესის ნაწილს, ვინც ხელს აწერს პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესის" პეტიციას, პროდუქტი რუსეთში გააქვს და საკმაოდ დიდი ბრუნვებიც აქვს.
„პრაიმტაიმი“ პეტიციის პლატფორმის დამფუძნებელს გიორგი ჩუგოშვილს დაუკავშირდა.
ბატონო გიორგი, ბიზნესმენები, ვინც პეტიციას ხელს აწერენ, ნაწილს სწორედ რუსეთში გააქვს პროდუქტი, ეს გარკვეულ უხერხულობას ხომ არ ქმნის?
- 2400 კომპანიაა რეგისტრირებული, ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა. ეს ხალხი ითხოვს დეესკალაციას, რუსეთის წინააღმდეგ იქ არაფერი წერია, იქ წერია, რომ ეკონომიკური კრიზისია მოასალოდნელი და ეს ხალხი დეესკალაციას ითხოვს.
უხერხულობას არ ქმნის, რომ ეს ხალხი რუსეთიდან იღებს შემოსავალს?
არ ვიცი, ვინ დათვალა საიდან უფრო მეტ შემოსავალს იღებენ? 2400 კომპანიაა, მე რაც ვნახე, 4 წლის ჯამური ბრუნვაა, რაც რუსეთიდან აქვთ. ზოგიერთ კომპანიას ეწერა 100 000 და ეს თანხა ბიზნესისთვის კაპიკებია .
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შეიქმნა პლატფორმა , სადაც მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის დააფიქსირა ქართული ბიზნესის ნაწილმა.
„არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას," - წერია პეტიციაში.
1735315561
სოციალური მედია🎥 „არასდროს დაბერდები, სულ ლამაზი იქნები“ - რა კადრებს აქვეყნებს გარდაცვლილი ორსულის ქმარი
ორსული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი იყო, რომელმაც ორი ტყუპი გაა...
1735310782
ახალი ამბებიმოსამართლემ აჩიკო მეფარიძე ძალადობისთვის 10 ათასი, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის 5 ათასი ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი არჩილ მეფარიძე 15 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა შკუბულიანმა გამოაცხადა. მოსამართლემ მომღერალი ძალადობისთვის 10 ათასი, ხოლო სიცოცხლის მოსპ...
1735309709
სოციალური მედია„ასე ტკბილად დაგვაბეროს უფალმა ერიც და ბერიც, გილოცავთ დამდეგს“ – ნატო გელაშვილი გოზინაყის მომზადების კადრებს აქვეყნებს
მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი „ფეისბუკში“სტატუსს ავრცელებს და სოციალური ქსელის გამომწერებს, მეგობრებს და მსმენელს დამდეგ ახალ წელს ულოცავს. სტატუსთან ერთად, მუსიკოსი გოზინაყის მომზადების ამს...
1735305157
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1735301489
საზოგადოება„ეს არის ურწმუნოება, უზრდელობა და უწიგნურობა“ - მამა ლევან ჯიქური ანჩისხატის ტაძრის ვანდალიზმის ფაქტზე
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ანჩისხატის ტაძარზე განხორციელებულ ვანდალიზმს ეხმაურება. მისი თმით, ადამიანი რომელმაც ტაძარს კვერცხები ესროლა „...