ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების საკითხზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენების მცდელობაც ექნებათ, თუმცა რამდენად შეძლებენ, ეს არის საკითხავი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების საკითხს მედიასთან ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ვიზალიბერალიზაცია სადამსჯელო ღონისძიებად გამოიყენება, ისევე როგორც კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა საქართველოს წინააღმდეგ.

„ახლა ვუყურებთ ლიბერალური ევროპის დეკადანსს, ლიბერალიზმის კრახს იდეოლოგიურ დონეზე, რაღაც სიგიჟეებამდე რომ მივიდნენ. ამ ადამიანებს, სოროსის სინდიკატს არ აქვთ გრძელვადიან ანალიტიკასა და გეგმებზე აწყობილი სტრატეგია“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ ბრიუსელი მოკლევადიან მანევრირებებზეა გადასული და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

„ჩვენ უნდა შევხედოთ [ბრიუსელის] ბოლო განცხადებებსა და ვითარებებს. ვუყურებთ, შუაგულ ევროპაში უნგრეთისა და სლოვაკეთის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. ეს შეიძლება განზოგადებულიც არის, მაგრამ რადგანაც ჩვენც ამ სიაში და ვითარებაში ვხვდებით [ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი], რა თქმა უნდა [სადამსჯელო ღონისძიებაა]. უნგრეთზე ბულინგი და ზეწოლა მიმდინარეობდა. ეს იყო სიმბოლური თუ სამართლებრივი, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ როდესაც ეს ხდებოდა უნგრეთის მიმართ, რომელიც ამხელა ევროპული ისტორიის და ინსტიტუციური თვალსაზრისით მაღალი დონის ქვეყანაა, რა გასაკვირია, რომ ეს მეთოდები საქართველოს მიმართ გამოეყენებინათ. საქართველოსთან მიმართებით [ზეწოლის მექანიზმად] გამოყენებული იყო კანდიდატის სტატუსი, 1 წელი რომ ტურბულენტობაში შეგვიყვანეს, იმ მიზანმიმართული კამპანიით, რომ გამოვიდნენ და თქვეს - თქვენ პერსპექტივას გაძლევთო და მოლდოვა და უკრაინა, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით 4-ჯერ, 5-ჯერ და 6-ჯერ დაბალ დონეზე იყვნენ ვიდრე საქართველო, მათ დაუყოვნებლივ, უპირობოდ გადაეცათ კანდიდატის სტატუსი.

დიახ, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი [ვიზალიბერალიზაცია], რომლის გამოყენების მცდელობაც ექნებათ, თუმცა რამდენად შეძლებენ, ეს არის საკითხავი. მე ამას აქამდეც ვამბობდი, მოლოდინიც მქონდა, მაგალითად შარშან ზაფხულში, რომ გააკეთებდნენ ამ განცხადებებს, უბრალოდ პროცედურული თვალსაზრისით ალბათ რესურსი არ ჰქონდათ, რომ დაეწყოთ ეს პროცესები. ჩვენ ხომ ახლა ვუყურებთ ლიბერალური ევროპის დეკადანსს, ლიბერალიზმის კრახს იდეოლოგიურ დონეზე, რაღაც სიგიჟეებამდე რომ მივიდნენ. ამ ადამიანებს, (ბრიუსელის ბიუროკრატებს, მათ დამკვეთებსა და იდეოლოგიის შემქმნელებს), სოროსის სინდიკატს არ აქვთ გრძელვადიან ანალიტიკასა და გეგმებზე აწყობილი სტრატეგია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ სერიოზულად შეუშალა ხელი ტრამპმა.ტრამპის ბოლო განცხადება რომ ვნახოთ, მან თქვა ასეთი რამ - ან ჩემს სამშვიდობო დოკუმენტს დაეთანხმებით ან მე გავდივარ პროცესიდანო. ახლა რატომღაც ლიბერალები ცდილობენ, რომ ეს ამბავი შეფუთონ, თითქოს ტრამპმა პუტინს მიმართა, სინამდვილეში, ეს იყო მიმართული ევროპისკენ. რას ნიშნავს პროცესიდან გასვლა? ის, ბაიდენის მსგავსად, ყოველდღიურ რეჟიმში აღარ დაასანქცირებს რუსეთს, არ იქნება საპირისპირო მხარე და ოპონენტი, ის აბსოლუტურად გავა პროცესიდან და დატოვებს ევროპას რუსეთის წინაშე. აქედან გამომდინარე, ასეთი ვითარება რომ შეიქმნა, ამიტომ ვამბობ, რომ ბრიუსელს ვერ ექნება გრძელვადიანი სტრატეგია, ბრიუსელი გადართულია მოკლევადიან მანევრირებებზე. ამიტომ ვამბობ, რომ მაისის ბოლოს კაცმა არ იცის რა იქნება, ივნისის ბოლოს წარმოდგენა არავის აქვს რა ვითარება იქნება უკრაინაში, როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები - ჩაიშლება თუ გაგრძელდება, რა დამოკიდებულება ექნება ტრამპს ევროპის მიმართ იმიტომ, რომ კიდევ დაანონსებულია ტარიფების გადახედვა, შეიძლება გაუზარდოს ან დაუკლოს, აქედან გამომდინარე, ის დაიწყებს მანევრირებას. შეიძლება ხვალ და ზეგ საერთოდ ამოვარდეს ეს საკითხი დღის წესრიგიდან,“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753725503

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება „ქრონიკასთან“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პრე...

ლევან მაჭავარიანი

1753725452

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს

თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქა...

შალვა პაპუაშვილი

1753722544

მსოფლიო

ტრამპი: უკვე დავასრულე უამრავი ომი სულ რაღაც ექვს თვეში - ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ

ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ახლახან ვესაუბრე ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და კამბოჯის პრემიერ-მინისტრს. სიამოვნებით გ...

დონალდ ტრამპი

1753720513

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა დახმარება ღაზაში შევიდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მან ღაზაში შიმშილის გულის ამაჩუყებელი კადრები იხილა და რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს დახმარების დასაშვებად. „არ ვიცი, ყველას გაქვთ თუ არა ნანახი...

ჯეი დი ვენსი

1753718850

საზოგადოება

მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს ალექსანდრა შეპარდს და ოლივერ დიქსონს შეხვდა. „შეხვედრაზე განსაკუთ...

მარიამ ლაშხი