ეს ადამიანები იმ პატიმრების ოჯახების წევრები და ნათესავები არიან, რომლებიც იმ ღამეს ჩახოცეს, დაასახიჩრეს და დააინვალიდეს... ბეტონის ღობის იქიდან ისმოდა პასუხი - მოკვდა... მაშინ ხმა არავის ამოუღია - გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2006 წლის 28 მარტს ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის გადაღებულ ფოტოს ურთავს თან.

„ეს ფოტო გიორგი აბდალაძემ გამომიგზავნა. გადაღებულია 2006 წლის 28 მარტს ორთაჭალის საპყრობილესთან, ე.წ. ციხის ბუნტის მეორე დღეს, დილის 8 საათზე.

ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი, ხალხი დგას და რაღაცას უყურებს, ან ელოდება, მაგრამ ასე არ არის - ეს ადამიანები იმ პატიმრების ოჯახების წევრები, ნათესავები და ახლობლები არიან, რომლებიც იმ ღამეს ჩახოცეს, დაასახიჩრეს და დააინვალიდეს.

აქედან იძახდნენ პატიმრის გვარს.ბეტონის ღობის იქიდან ისმოდა პასუხი - მოკვდა!პატიმრის გვარი - ცოცხალია!პატიმრის გვარი - გადარჩა!პატიმრის გვარი - მოკვდა!პატიმრის გვარი - ცოცხალია!პატიმრის გვარი - მოკვდა!პატიმრის გვარი - მოკვდა!პატიმრის გვარი - მოკვდა!და ასე დაუსრულებლად - მოკვდა, ცოცხალია, გადარჩა, მოკვდა, მოკვდა, მოკვდა! მაშინ ხმა არავის ამოუღია - არც ევროპარლამენტარებს, არც სენატორებს, არც სახდეპის რომელიმე წარმომადგენელს!მართლა არავის - არც კუბილიუსს, არც „კუბოლიუსს“, არც ფოტიგას, არც ბორელს, არც შმორელს და არც პანტაგრუელს.პირიქით!სისხლისმსმელი სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად მონათლეს!ეგ დემოკრატიის ისეთი შუქურა იყო, როგორც დედამისი გიული გახლავთ წმინდანი! მე არ ვიცი, სახეები კარგად არ ჩანს, ადამიანების გული, თვალი და ყური იქით არის მიმართული. მათ მხოლოდ ერთს ეუბნებიან - მოკვდა! გადარჩა! ცოცხალია! მოკვდა! მოკვდა! მოკვდა!თუმცა ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი თავი მაინც ამოიცნოთ.თუ ვერ ამოიცნობთ, არც ეგ არის პრობლემა, ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედეთ და ამხილეთ ეს ფაშისტები, მოუყევით ყველას, რას სჩადიოდნენ, პატიმრებს როგორ ექცეოდნენ და რა პირობებში ჰყავდათ.დაგავიწყდათ?ამის დავიწყება შეუძლებელია! ვის ემუქრებიან სანქციებით?ვის აშინებენ?ვის ეშინია?არც არავის, ქართველ ხალხს რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შეცდომას აღარ გაიმეორებს, ეს გამორიცხულია!“, - წერს გელა ზედელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714818067

საზოგადოება

„ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ, რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს?“ - თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება. პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს,...

თორნიკე ნაროზაული

1714815767

სოციალური მედია

„ეს კანონი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ: „იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუ...

მომღერალი ზურა ხაჩიძე

1714813237

ახალი ამბები

„საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით“ - კახა კალაძე

„საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას...

კახა კალაძე

1714812494

ახალი ამბები

„ბორდომ“ „აიაჩო“ გაანადგურა - ზურიკო დავითაშვილის მეშვიდე გოლი ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ „აიაჩოს“ უმასპინძლა, რომელიც 4:0 გაანადგურა, ზურიკო დავითაშვილმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა 28-ე წუთზე მეკარეს შორეულ კუთხეში ძლიერი და...

ზურიკოზურიკო

1714811730

ახალი ამბები

კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს

კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს. Euractiv-ის ცნობით, ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა. „კოსოვოს სურს, გახდეს დასავლეთ ბალკანეთის მ...

პრაიდიპრაიდიპრაიდი