"ფერიცვალებას გილოცავთ იმ ქალაქიდან, რომელიც დღეს, როგორც არასდროს, უპერსპექტივო და უმოტივაციო გარემოდ იქცა ახალგაზრდებისთვის"

გამომცემლობების – „ინტელექტისა” და „არტანუჯის” მთავარი რედაქტორი, მწერალი ზვიად კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:

"ფერიცვალებას გილოცავთ იმ ქალაქიდან, რომელიც დღეს, როგორც არასდროს, უპერსპექტივო და უმოტივაციო გარემოდ იქცა ახალგაზრდებისთვის.

არც ჩემი სკოლის, არც სტუდენტობის პერიოდში არ შემხვედრია ამდენი, სამართლიანად გაბრაზებული, უცხოეთში საცხოვრებლად თუ სამუშაოდ წასვლაზე გამეცადინებული და აქაურობაზე გულაყრილი მოქალაქე.

სიღარიბეც გადაგვიტანია, უსამართლობაც, ძალაუფლებისგან გარყვნილი ტიპებისთვისაც დაგვიბრუნებია ხურდა, მაგრამ ს უ ლ ე რ თ ი ზუგდიდში ცხოვრება არასდროს ყოფილა, ადამიანის საპროტესტო  სიტყვას ფასი ასე არასდროს დაუკარგავს.

ბოტანიკური ბაღის გაფასიანებას გააპროტესტებ, ზუგდიდის ბულვარის დაუსრულებელ გადათხრა-გადმოთხრას თუ მწვავე სოციალურ პრობლემებზე ილაპარაკებ – შედეგად გულგრილობას და ფეხებზე დაკიდებას აწყდები ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებისგან.

თითქოს ფუნქცია გამოაცალეს, დააკნინეს და პრემიერ მინისტრი იმის ღირსადაც კი არ მიიჩნევს ზუგდიდს, სამარცხვინოდ გაიაფებული თხილის სუბსიდირება მაინც შესთავაზოს, რომ ბოლომდე არ დაიქცეს და გაღარიბდეს აქაური მოსახლეობა.

იმას უკვე მივეჩვიეთ, რომ ხმას არ იღებენ ქალაქის წარმომადგენლები მმართველი პარტიიდან, საკუთარი თავისა და სანათესაო-სამეგობროს გარშემო კომფორტის ზონა შეიქმნეს და ზუგდიდელების პრობლემებზე პასუხისმგებლობა, მათზე მთავრობაში და პარლამენტში ლაპარაკი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

ხმას არ იღებს აქაური ბიზნესს ეკლესიის შეფი (ცხადია, არც მისი ხელის ბიჭები), მოსახლეობის გასაჭირი მეათეხარისხოვანია ყველა მთავრობასთან გარიგებული ეპისკოპოსისთვის.

აუცილებლად ფერი უნდა იცვალოს ჩემმა ქალაქმა.

ყველანი უნდა დავბრუნდეთ, ყველამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი შესაძლებლობები არ დავზოგოთ და უანგაროდ გავცეთ ახალგაზრდებისთვის, ყველა თაობისთვის, რომ საოკუპაციო ხაზთან ყველას იმედად მყოფი ზუგდიდი ასე დაკნინებული აღარ იყოს", - წერს კვარაცხელია.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "უბრწყინვალესი დღე გაგვითენდა - ასეთი წელიწადში ერთადერთია"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746896131

მსოფლიო

პესკოვი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პუტინის შეთავაზებაზე კიევს რეაქცია არ ჰქონია, ამიტომ ამ მხრივ სიტუაცია კვლავ წინააღმდეგობრივია

 კიევი არ გამოხმაურებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებას წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების შესახებ, ამიტომ სიტუაცია კვლავ საკამათოა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტ...

პესკოვი

1746893566

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

 სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. „10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა...

„ძლიერი წვიმა

1746891525

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიციირებდნენ ამ კანონს. იმიტომ თქვეს ევროკავშირში უარი, რომ შემდგომში საქართველოსთან აღარ ექნებოდათ სასაუბრო პირი

 მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიიცირებდნენ ამ კანონს. ზუსტად იმიტომ თქვეს ევროკავშირში ამ კანონის ინიიცირებაზე უარი, რომ შემდგომშ...

 გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე

1746890177

საზოგადოება

ჭოუ ციენი: ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

 ცოტა ხნის წინ ვესტუმრე შიდა ქართლის რეგიონს და დავესწარი ორი სოფლის საფეხბურთო მოედნის გახსნის ცერემონიას, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჩინეთის მხარდაჭერით აშენდა, - განაც...

ჭოუ ციენმა

1746888199

საზოგადოება

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

 ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის...

პოლიცია