"ორი გზა გვაქვს: ან არაფრისმომცემი შიშისგან შეპყრობილებმა ვაქციოთ მეგრული და სვანური ენა სამუზეუმო ექსპონატებად, ან დავიცვათ, ვიზრუნოთ და ცოცხალ ორგანიზმად ვაქციოთ ჩვენი ეროვნული სიმდიდრე და ფასეულობა" - ზვიად კვარაცხელია პრეზიდენტის ინიციატივაზე

მწერალი ზვიად კვარაცხელია სოციალურ ქსელში ეხმაურება პრეზიდენტის ინიციატივას, რომ სურვილის შემთხვევაში მეგრული და სვანური ენა სკოლებში ისწავლებოდეს:
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, მეგრული და სვანური ენების სკოლებში არჩევით საგნებად სწავლებასთან დაკავშირებით, გუშინ „მთავარი არხის” ეთერში გამოეხმაურა ნიკა გვარამია და აღნიშნა, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა, რომელიც მხოლოდ რუსეთის იმპერიულ ინტერესებს ემსახურება.
მოკლედ მოგახსენებთ ჩემს აზრს ამასთან დაკავშირებით:
პატივს ვცემ და ვაფასებ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას.
სიმართლე გითხრათ, ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, რადგან 2005-2007 წლებში, მათ ოჯახში რამდენჯერმე სტუმრობისას, მეგრული და სვანური ენების მნიშვნელობასა და მის დაცვა-შენარჩუნებაზე ხშირად მომისმენია ჯანრი კაშიასგან, რომელსაც ორივე ენის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი საქმეები აქვს გაკეთებული.
პატივს ვცემ ნიკა გვარამიას და მის ბრძოლას, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მისი კატეგორიული შეხედულება რეალობას არ შეესაბამება.
მესმის, რომ რუსეთის იმპერია ყოველთვის ცდილობდა „გათიშე და იბატონეს” პოლიტიკის გამოყენებას დაპყრობილ ქვეყნებში და თავის უპირველეს იარაღად ენებსაც მოიაზრებდა.
მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მზაკვრული ჩანაფიქრი და მცდელობები იმპერიის რუს-ქართველ ჩინოვნიკებს თავზე გადაახიეს პირველ ყოვლისა იმათ, ვისგანაც ყველაზე მეტად ელოდნენ მხარდაჭერას.
იონა მეუნარგია, თედო სახოკია, შალვა დადიანი, ბესარიონ ნიჟარაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ტერენტი გრანელი, დავით წერედიანი – კარგად იაზრებდნენ ამ საფრთხეს, მაგრამ მეგრული და სვანური ენისა და კულტურის პოპულარიზაციაზე არასდროს აუღიათ ხელი, რადგან საკუთარი თავი ერთიანი ქართული სახელმწიფოსა და მწერლობის წიაღში ეგულებოდათ ყოველთვის.
სხვებსაც იმავეს მოუწოდებდნენ.
აჯობებს დროზე გავთავისუფლდეთ ამ ფობიებისგან და ვირწმუნოთ, რომ ენა გათიშვის იარაღი კი არა, სიმდიდრეა, ჩვენი უნიკალური კულტურისა და მრავალფეროვნების მკაფიო მტკიცებულება.
თითოეული ჩვენგანი უნდა შევთანხმდეთ ამაზე.
ორი გზა გვაქვს: ან არაფრისმომცემი შიშისგან შეპყრობილებმა ვაქციოთ მეგრული, სვანური და ლაზური ენები მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებად (რის შემდგომაც ენის გაქრობამდე ერთი ნაბიჯია), ან მოვიქცეთ ისე, როგორც ერთიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეებს მოეთხოვებათ – დავიცვათ, ვიზრუნოთ და ცოცხალ ორგანიზმად ვაქციოთ ჩვენი ეროვნული სიმდიდრე და ფასეულობა.
ეს კი გაცილებით რთული და ხანგრძლივი გზაა – ინიციატივა ქაღალდზე დაწერილ განცხადებად რომ არ დარჩეს და საქმედ იქცეს.
P. S. შეურაცხმყოფელი კომენტარები წაიშლება", - წერს კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍 "მეც ვსწავლობ მეგრულს! თან სახელიც მაქვს მეგრული" - უჩა ნანუაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე
1749284312
ახალი ამბებიბათუმში აფროსნობაში ღია პირველობა დაიწყო
სტარტი აიღო ბათუმის ღია პირველობამ აფროსნობაში. რეგატაში მონაწილეობას იღებენ თბილისის, ფოთისა და ბათუმის აფროსანთა კლუბების სპორტსმენები ლაზერის და ოპტიმისტის კლასში. საქართველოს აფროსნობის ფედერაციის...
1749283618
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის მიზეზი მისცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის მიზეზი მისცა. ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტების...
1749281999
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირიდააკ...
1749279272
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყის და ეგვიპტის - ჯამშ...
1749277228
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები - ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს
ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, მშვიდობა კვლავ ხდება რეგიონული და მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სასურველი მიზანი, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კვლავ უნდა აქციონ დიპლომატია ურთიერთგაგების, მშვიდობის დამყარებისა...