„ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი ემოციები, შოკშია მთელი ქვეყანა იმიტომ, რომ ალბათ შეუძლებელი შევძელით“ - გიორგი გველესიანი

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა „ქრონიკასთან“ საკუთარ ემოციებზე ისაუბრა. ფეხბურთელი ამბობს, რომ შედეგი დაუღალავმა შრომამ, რწმენამ და თავდაჯერებამ მოიტანა. გიორგი გველესიანმა განსაკუთრებული აქცენტი მწვრთნელის როლზე გააკეთა. 

„ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი ემოციები. სრულიად შოკშია მთელი ქვეყანა იმიტომ, რომ ალბათ ჩვენ შეუძლებელი შევძელით. ამას არავინ მოელოდა. მე პირადად ჩემს ღრმა ოცნებებშიც ვერ ვიოცნებებდი. რა თქმა უნდა, ბავშვობაში წარმომედგინა როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები ევრო ასპარეზზე. წარმოდგენებში შეიძლება გამეთამაშებინა ფინალური ეტაპიც, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო. არასდროს დამიყრია ფარ-ხმალი და ვაგრძელებდი მუდმივად ჩემი მიზნებისთვის და ჩემი ოცნებებისთვის ბრძოლას.

ჩემმა ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ მომიწია გადახვეწა ირანში - სრულიად სხვა ქვეყანაში, საიდანაც გაცილებით უფრო გართულდა ჩემი ოცნებებისთვის ბრძოლა, თუმცა ირანშიც გავიარე შვიდწლიანი ძალიან რთული გზა. განვითარების რაღაც ეტაპზე გავედი და იქაც ისეთ გუნდში ვთამაშობ და ისეთი შედეგები მაქვს, რომ ორჯერ გავხდი ირანის ჩემპიონი, ირანის თასის მფლობელი, სუპერ თასის მფლობელი, წლის საუკეთესო მცველი. აი ამ შედეგებმა, კარგი გაგებით აიძულა მწვრთნელი [სანიოლი] ჩემთვის ყურადღება მოექცია.

ვილი არის შესანიშნავი ადამიანი. მასზე არანაირი გავლენა არ აქვს სხვა ძალებს. ის არის სრულიად ობიექტური. არის ძალიან დიდი ფსიქოლოგი, სპორტული გაგებით. ვილიმ მომცა ეს [ნაკრებში თამაშის] შანსი, დამაკვირდა და უკვე ფინალურ ეტაპზე, ვგულისხმობ ევროპის ჩემპიონატამდე, მონტენეგროსთან თამაშზე, მან მატჩის წინ თქვა, რომ მე ვიცი რომ გიორგი ამ შანსს გამოიყენებო. შესაბამისად, მეც აღარ მაქვს დასაკარგი დრო და მაქსიმალურად მინდა, რომ ჩემი ყველა შანსი რაც ჩემს კარიერაში დარჩა და არსებობს, მაქსიმალურად გამოვიყენო“, - განაცხადა გიორგი გველესიანმა.

ფეხბურთელი მადლობას უხდის ქართველ გულშემატკივარს.

„უფრო გემრიელად გამოგვდის ქომაგობა“, - აცხადებს გველესიანი.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1720111230

ახალი ამბები

ნაკრების წევრებმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან” 30 მილიონი ლარი პრემიის სახით უკვე მიიღეს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვ...

საქართველოს ნაკრები

1720110975

ახალი ამბები

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო სამგზავრო ბარათებს გადასცემენ, რაც სიცრუეა“ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ ფეისბუკში სხვადასხვა გვერდის სახელით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათებს გადა...

ავტობუსი

1720109457

საზოგადოება

„სიცხის ტალღა გავლენას მოახდენს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მისი კულმინაცია ხვალ დასავლეთში, ზეგ კი აღმოსავლეთში იქნება“ - რას წერს კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს. მისი თქმით, 4-5 ივნისს სიცხის ტალღა გავლენას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოახდენს, რის გამოც საზოგადოებას მოუწოდებს, რ...

იტალია

1720104231

ახალი ამბები

„მატადორი“ - ილია თოფურიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ცხოვრებაზე მადრიდში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელიც მაყურებელს Filmax Takes International-ს გამოფენაზე უკვე აჩვენეს. ფილმის სახელია „მატადორი“, რომლ...

მებრძოლი ილია თოფურია

1720101061

საინტერესო ამბები

„თუ ზომები არ მიიღეს, შესაძლოა, ფრინველის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს“ - Bild

„ყოველწლიურად ფრინველის გრიპი სულ უფრო მეტ ქვეყანაში ჩნდება და მუტაციას განიცდის. თუ ზომები არ მიიღეს სავარაუდოა, რომ მომავალში ის შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წ...

ააა