გაიცანით სოფო ღურწკაია-წარმატებული ქართველი ემიგრანტი სპორტსმენი ქალი

აპნოა იგივე ფრიდაივინგი ქართველებისთვის "ეგზოტიკური" სპორტია, მაგრამ ამ სპორტის სახეობაშიც კი გვყავს წარმატებული სპორტსმენი-იტალიის 2-გზის 2022 და 2024 წლის ჩემპიონი სოფო ღურწკაია. 

სოფო აფხაზეთიდან დევნილია, კერძოდ გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფიდან

"ეს ის ადგილია, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ფეხით დავბრუნდები, ოღონდ ის დაეხსნას ოკუპაციას და დაუბრუნდეს ჩვენს საქართველოს"-განგვიცხადა სოფომ. 

ქართველი სპორტსმენის იტალიური ემიგრაცია 10 წლის უკან დაიწყო. 

"პირველი 1-2 წელი ემიგრანტისთვის რთული გასავლელია, თუმცა გამძლეობა და მხნეობა ქართველ ერს უკვე სისხლში გვაქვს და შესაბამისად ვუძლებთ თითქმის ყველა ცხოვრებისეულ გამოწვევას.
იტალიაში ცხოვრება არ გამიჭირდა, რადგან ენა სწრაფად ავითვისე, თან მშვიდმა სამსახურმაც შემიწყო ხელი ადაპტაციაში. თანდათან დავიწყე ფიქრი სამსახურის გარდა მეპოვა რაღაც "ჩემი", რომელიც დამეხმარებოდა ინტერესების რეალიზებაში. ეს იყო სპორტი, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო კავშირში წყალთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახის შვილიშვილმა მატია მალარამ სრულიად შემთხვევით შემომთავაზა მასთან ერთად აუზში წასვლა, სადაც ის იყო ერთ-ერთი სპორტული ასოციაცია "APNEA ACADEMY" - ს ისტრუქტორი. რა თქმა უნდა ინტერესით დავთანხმდი, რადგან ჩემთვის ეს იყო რაღაც ახალი, საინტერესო და მიმზიდველი.

სწორედ აქ დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები წყალქვეშა სპორტში (აპნოა-APNEA). 2018 ში ოფიციალურად გავხდი წევრი, ჯერ კალაბრიის რეგიონში, კოვიდპანდემიის შემდეგ კი ფლორენციის, სადაც დღემდე ვარ და ვაგრძელებ ვარჯიშებს, ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა შეჯიბრებებში".

წარმატებები და გამარჯვებები თავდადებული შრომის და ვარჯიშის შედეგად მალე მოვიდა სოფოს ცხოვრებაში. 2022 წელს პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი სტატიკურ აპნოაში, წელს კი უკვე მეორედ იპირველა.

"ჩემი ბოლო რეკორდია 5'29 წუთი. ვაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას და ვფიქრობ გავაუმჯობესო პირადი რეკორდები."

სოფო ჯერჯერობით საერთაშორისო შეჯიბრებებში ვერ იღებს მონაწილეობას, თუმცა დიდი სურვილი აქვს იასპარეზოს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს სახელით. 

" მე როგორც ვიცი წყალქვეშა სპორტის ფედერაცია არსებობს საქართველოში, უბრალოდ საზოგადოების დაინტერესებას დიდი დრო და მუშაობა სჭირდება, ასევე ფინანსები. აპნოა  (ფრიდაივინგი) იტალიაში 1995 წელს დაარსდა ანუ APNEA ACADEMY და დღეს ისეთი მოთხოვნაა მის სკოლებში, უნდა მოასწრო ჩაწერა ვარჯიშზე. რაოდენობა შეზღუდულია. ვარჯიშებზე ჩაწერა-სიის განახლება ხდება ყოველწლიურად, პრაქტიკულად დასწრებაზეა. საქართველოშიც იყო რაღაც ძვრები, თუმცა 2018-2019 წლების შემდეგ უკვე სიახლეები აღარ შემიმჩნევია."

დაინტერესების შემთხვევაში, სოფოს სურვილი აქვს შეასწავლოს ეს სპორტის სახეობა იტალიაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს:

" ქართველი ბავშვები ფლორენციაში ბევრია, თუმცა ჯერ მათი მშობლები უნდა დაინტერესდნენ ამ სპორტით, რაც არ არის მარტივი. აქ ფრიდაივინგი 2 წლის ბავშვისთვის ნაცნობი სპორტია, მათ სათამაშოებშიც კი ნახავთ პატარა ლასტებს და დიდ ზღვის სათვალეს,  მაშინ, როცა ქართველი ზრდასრული უმრავლესობისთვის ეს თემა ასახსნელად რთულია". 

სოფო დავით ნიკოლეიშვილთან ერთად მომავალ წელს გეგმავს საქართველოს იტალიელი ამ სპორტის მეგობრები ასტუმროს და ორმხრივი თანამშრომლობა ჩამოაყალიბოს. 

Exclusivetv.ge-ს რედაქციის სახელით სოფო ღურწკაიას ვულცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, ვუსურვებთ ულევ წარმატებას და დასახული მიზნების შესრულებას. 

თანამშრომლობისთვის და მოწოდებული ინფორმაციისათვის მადლობას ვუხდით ქართველ ემიგრანტს, "ქართული კულტურის ცენტრი იტალიაში" რეგიონალურ მენეჯერს ხათუნა ქარაიას. 

სპეციალურად Exclusivetv.ge-სთვის

ია ლალუაშვილი 

ალექსანდრე ნიქაბაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714588100

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი - შსს

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები აგრესიულები გახდნენ და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცა...

ზოგასი

1714586674

სოციალური მედია

„არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა“ - რას წერს თემურ თათარაშვილი?

მომღერალი თემურ თათარაშვილი ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მის მიმართ გამოხატულ აგრესიას სოციალურ ქსელში პასუხობს. „არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა ამდენი აგ...

თემურ თათარაშვილი

1714584063

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტ...

შსს

1714583232

საზოგადოება

პრემიერი: შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება

,,შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ",0 - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, კანონის მიღების შემთხვევ...

ირაკლი კობახიძე

1714582486

ახალი ამბები

ამ დროისთვის მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი - შსს

,,კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება," - ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს...

შენობა