ხვიჩა კვარაცხელია: "ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს-ფეხბურთს ვთამაშობ"

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჟურნალმა ხვიჩა კვარაცხელია "მილანთან" მატჩის შემდეგ გამოარჩია და ინტერვიუ ჩაწერა. ხვიჩამ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა-პასუხისმგებლობაზე, ნეაპოლზე, ბათუმში გატარებულ დროზე, დიეგო მარადონასთან შედარებაზე:
- "ნაპოლი"-ში თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ხანდახან მხრებზე მეტისმეტ ტვირთს ვგრძნობ, მაგრამ შემიძლია ამას გავუმკლავდე. ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ფეხბურთი 11x11-ზე თამაშია - როცა მოედანზე გავდივარ, ზეწოლა სადღაც ქრება. ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს - ფეხბურთს ვთამაშობ.
- ნეაპოლი ფეხბურთით ცოცხლობს. მიხარია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვთამაშობ. აქ სულ სხვა სიჩქარეებია. თითქმის ყველა ფეხბურთელი ძალიან ტექნიკურია, მათ კარგად იციან შეტევაც და დაცვაც, ფეხბურთის ნებისმიერი ასპექტი. ჩემი აზრით, ადაპტაცია ძალიან მალე გავიარე და ჩემთვის ახალ ტურნირს კარგად შევეწყვე.
- ბათუმში გატარებულმა ორმა თვემ მონდომება და ენერგია დამიბრუნა, რომელიც მეგონა, რომ დავკარგე. ფანები სტადიონს ავსებდნენ და ბრწყინვალე ატმოსფეროს ქმნიდნენ.
- მარადონა ნეაპოლში მეფეა. როცა პირველად გავიგე ჩემი გვარი მასთან მიმართებით, მეგონა, სიზმარში ვიყავი. დიდებულია, როცა ასეთ ფეხბურთელს გადარებენ. უკან რომ ვიხედები, ძნელი წარმოსადგენი იყო პატარა ერის წარმომადგენლისთვის კარიერის ასე განვითარება, მაგრამ ამბიციური ვარ. ყოველთვის მჯეროდა ჩემი ოცნების, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხვიჩამ 9 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
1752695230
საზოგადოებამამუკა მდინარაძე ევროკავშირის რეკომენდაციებზე: ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?!
ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?! - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „...
1752694512
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია
საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია, - გა...
1752693609
საზოგადოებაპროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა
პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რ...
1752691227
მსოფლიოზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. „დილით შეხვედრა გვქონდა დენის შმიგალთან კონკრეტულად თავდაცვის საკ...
1752688899
მსოფლიოდამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა
დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა და დაშავდა 34 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 16 ივლისს ისრაელმ...