ნეაპოლი ისტორიული გამარჯვებისთვის ემზადება

დღეს ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური მატჩი გაიმართება. დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, “ნაპოლი” საპასუხო შეხვედრაში მილანის “მილანს” დაუპირისპირდება.

ერთი კვირის უკან გამართულ პირველ მატჩში “ნაპოლი” მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა და დღეს ორბურთიანი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად გავა ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალურ ეტაპზე.

აღნიშნულ მატჩს “ნაპოლი” სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება: არ ეყოლება დაცვის ბურჯი სამხრეთ კორეელი კიმი და ნახევარდაცვის შეუცვლელი ფიგურა ანგისა, მაგრამ გუნდს დაუბრუნდა ბომბარდირი და ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი და KO-კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი ამჯერად უკვე “მილანი”-ს დაცვის გარღვევას
შეეცდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, “ნაპოლი”-ს მთავარი მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და კიმის შემცვლელმა ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ჟესუსმა, ისაუბრეს გუნდში არსებულ განწყობაზე და აღნიშნეს, რომ მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, გულშემატკივრების მხარდაჭერით ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი”-ს გულშემტკივრებსა და კლუბის პრეზიდენტ დე ლაურენტის შორის ზავი დაიდო და დღეს “მილანი”-ს დამარხებას უკვე გაერთიანებული ძალებით შეეცდებიან.

ტრადიციულად, დღეს სტადიონზეც და საქართველოშიც მხურვალე ქომაგობა ექნება ხვიჩას და “ნაპოლი”-ს ქართველი გულშემატკივრის მხრიდან, სპეციალურად ამ დღისთვის აშშ-დან ჩამოფრინდა UFC-ს გამორჩეული ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელიც დღეს ნეაპოლში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსაც შეხვდა.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება:

“ნაპოლი”- მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა,
ჟელინსკი, ლოსანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

“მილანი”- მენიო, კალაბრია, კიაერი, ტომორი, ტეო ერნანდესი, კრუნიჩი, ტონალი, ბრაჰიმდიასი, ბენასერი, ლეაო, ჟირუ.მატჩს, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება პოლონელი არბიტრიმარჩინიაკი განსჯის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752764376

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და პროექ...

მარიამ ქვრივიშვილ

1752762476

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ეს ჩვენთვის მიუღებელია

ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ასეთი ქმედებები...

თენგიზ შარმანაშვილი

1752762347

საზოგადოება

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა...

გენ პროკურატურა

1752760343

ახალი ამბები

ადიგენში კაცი მოკლეს - „ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1974 წელ...

პოლიცია

1752758709

ახალი ამბები

გონიოში კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა

გონიოში მრავალსართულიანი შენობის საყრდენი რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 1 ადამიანი დაშ...

გონიოში კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა