თენგიზ შარმანაშვილი: ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ეს ჩვენთვის მიუღებელია

ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ასეთი ქმედებები ჩვენთვის მიუღებელია და ამას ეძახის პრემიერ-მინისტრი საბჭოურ მიდგომას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპაში ძალიან კარგად იციან, რომ ევროპულ ღირებულებებშიც და სამართლებრივ წესებშიც ჯდება ჩვენი კანონმდებლობა, მაგრამ ეს არის ის პოლიტიკური ამოცანა, რომელიც მათ გააჩნიათ და ამას უკვე აღარ მალავენ და ღიად არის გაცხადებული, რომ ეს არის უკანონო ქმედებები საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად.
„ევროპის საქციელი არის ზუსტად საბჭოთა მიდგომა, რომელზედაც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. მოსკოვიდან ადრე მოდიოდა დირექტივები. არავინ ამ დირექტივებს არ გითანხმებდა, არც აზრს გეკითხებოდა, არც არგუმენტს ისმენ, უბრალოდ ერთადერთი, რისი უფლებაც გქონდა, იყო, რომ მერე რეალიზაცია გაგვეკეთებინა ამის და სისრულეში მოგეყვანა. ეს არ არის და არ შეიძლება იყოს ევროპული მიდგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ გაერთიანების ძირითად ღირებულებებს რა ფასი აქვს ან რა მიდგომებია ასეთი? უკვე ორი წელია ვეუბნებით, რომ ყველა ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები. მოვიდნენ, დაგველაპარაკონ, თქვან თავისი არგუმენტები, ჩვენ ჩვენსას ვეტყვით და თუ გააბათილებენ ამ არგუმენტებს, ან ეჭვქვეშ დააყენებენ ჩვენს პასუხებს, მაშინ დავფიქრდებით და ყველაფერს გავაკეთებთ და გავაბათილებთ ყველაფერს, რაც ეჭვს იწვევს. მაგრამ მათ ასეთი მიდგომები არ აქვთ.
როდესაც ჩვენ ვესაუბრებით, რომ გამჭვირვალობის კანონი არ შეიძლება იყოს ანტიევროპული და მით უმეტეს რუსული, რადგან ასეთი კანონმდებლობა თქვენს ქვეყნებშიც მოქმედებს, მათ შორის საფრანგეთშიც, სადაც ძალიან რადიკალური კანონია ამ მხრივ და ყველა ინფორმაციას ასაჯაროებენ თანხებთან დაკავშირებით, მაშინ რა გახდა საქართველო? საქართველომ მოიფიქრა ეს კანონმდებლობა? ჯერ აშშ-მა გააკეთა მეორე მსოფლიო ომის დროს და მას შემდეგ კიდევ გაამკაცრა, დააზუსტა და დღესაც ძალიან მოქმედია. იქიდან ვიცით ჩვენ ყველაფერი ვისთან და რომელ ლობისტურ საქმიანობას ეწევა ჩვენი ოპოზიცია აშშ-ში. მაშინ რა საჭიროა დაიმალოს ასეთი ტიპის საქმიანობა საქართველოში? ან არ იცოდეს ჩვენმა მოქალაქემ რა თანხა შემოდის და რას ემსახურება ეს თანხა. ერთადერთი ახსნა ისევ ამერიკელებმა გაასაჯაროვეს, რომ ვთქვათ USAID ან „ნედი" აფინანსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში რევოლუციური პროცესების დასანერგად.
ამის გასაჯაროებას ვითხოვთ. გვეუბნებიან არა - ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის ყველაფერს და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ. ასეთი ქმედებები ჩვენთვის მიუღებელია და ამას ეძახის პრემიერ-მინისტრი საბჭოურ მიდგომას, რომ არგუმენტი გვითხარით და ჩვენ გეტყვით ჩვენს არგუმენტებს და თუ ეს სამართლებრივ ჩარჩოებში ან ევროპულ ღირებულებებში არ ჩაჯდება, მაშინ მოგვთხოვეთ პასუხი. მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ ევროპულ ღირებულებებშიც და სამართლებრივ წესებშიც ჯდება ჩვენი კანონმდებლობა, მაგრამ ეს არის ის პოლიტიკური ამოცანა, რომელიც მათ გააჩნიათ და ამას უკვე აღარ მალავენ და ღიად არის გაცხადებული, რომ ეს არის უკანონო ქმედებები ხელისუფლების შესაცვლელად საქართველოში“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
1752782862
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია
ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა...
1752782134
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია
წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...
1752782104
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე
ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილ...
1752782050
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ
სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...
1752779680
მსოფლიოThe Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...