„არანაირ დათმობაზე არ წავალთ“ - უნგრეთის მომავალმა პრემიერმა ზელენსკის მოუწოდა, „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი აღადგინოს
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ახალი მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით „არანაირ დათმობაზე“ არ წავა.
პრესკონფერენციის დროს პარტია „ტისას“ ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, მილსადენის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით „თავისი დაპირება შეასრულოს“. მისი თქმით, მილსადენის მუშაობა შესაძლოა, უახლოეს დღეებში აღდგეს.
თავის მიმართვაში მადიარმა ასევე გააფრთხილა ზელენსკი, რომ ნავთობსადენის განბლოკვასთან დაკავშირებით უნგრეთი არ „დააშანტაჟოს“.
„ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და არ გირჩევდით - ვიმეორებ, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ - მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ამ გზის არჩევას არ ვურჩევდი. ეს მიუღებელი იქნება არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ევროპელი ლიდერები ასევე არ შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ მას უკვე შეთანხმებული საკითხების გადახედვა და ევროპელი ლიდერების შანტაჟი სურს“, - განაცხადა მადიარმა.
მან უკრაინის პრეზიდენტის ქმედებები ვახშმის დროს მოთხოვნების წაყენებას შეადარა.
„ეს იგივეა, რომ ვინმე ვახშამზე მიიწვიონ, წავიდეს და შემდეგ შანტაჟი დაიწყოს: თუ ლეჩო [უნგრული ბოსტნეულის წვნიანი] არ არის, ან თუ საშუალო ცეცხლზე გამომცხვარი არ არის, მაშინ ამას და იმას გავაკეთებ. ჩემი აზრით, ეს არასწორი დამოკიდებულებაა და ასე მოქცევას არ გირჩევდით“, - დასძინა მადიარმა.
1776698517
ახალი ამბებიტრამპის განცხადებით, ვენსი, უიტკოფი და კუშნერი ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ისლამაბადში გაემგზავრნენ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი ირანთან შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ისლამაბადში გ...
1776696702
ახალი ამბებიანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს
„პატივცემულო დელეგატებო, მოგესალმებით საქართველოს ახალგაზრდების სახელით. ჩვენს ენაში სიტყვა- ახალგაზრდა შედგება ორი ფუძისგან: ახალი და ზრდა. დღეს საქართველოში ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი პირობები, სადაც...
1776694658
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური: ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია
ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქ...
1776694429
ახალი ამბებილიპარტელიანი სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: მათი საქციელი სამარცხვინოა, წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე
მათი საქციელი სამარცხვინოა, ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე, - განუცხადა „ქრონიკ...
1776692201
ახალი ამბებიმაჭავარიანი დებატების შესახებ: წარვადგენთ არგუმენტებს, თუ რატომ ვთვლით, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არის დამაზიანებელი
„წარვადგენთ არგუმენტებს, თუ რატომ ვთვლით, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არის დამაზიანებელი“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „რუსთავი 2-ის“ ეთერ...































