BBC: დუბაიდან დოჰამდე - ირანმა რეგიონში საჰაერო დარტყმების სერია განახორციელა
ირანზე აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ ირანმა მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით საპასუხო იერიშები განახორციელა ძირითადად იმ ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ან რომლებიც აშშ-ის მოკავშირეები არიან. აღნიშნულის შესახებ მიმოხილვას BBC ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში Fairmont The Palm სასტუმროსთან აფეთქება მოხდა. დუბაის ხელისუფლების ცნობით, ოთხი ადამიანი დაშავდა „პალმ ჯუმეირას რაიონში მდებარე შენობაში მომხდარი ინციდენტის“ შემდეგ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან ირანული რაკეტებისა და დრონების ახალი ტალღა მოიგერია.
კატარის დედაქალაქ დოჰაში აფეთქებები, სავარაუდოდ, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე მოხდა, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზაა.
ბაჰრეინში აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა „სარაკეტო თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა“, - ნათქვამია ბაჰრეინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფეთქებების ხმა გაისმა ქუვეითშიც.ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Kuna-ს ცნობით, საერთაშორისო აეროპორტზე დრონით განხორციელებული იერიშის შედეგად რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა, ხოლო ტერმინალი „მცირედით“ დაზიანდა.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერაყში, ერბილთან ახლოს, აშშ-ის სამხედრო ბაზის თავზე დრონი ჩამოაგდეს.
იორდანია, რომელიც ისრაელს ესაზღვრება, აცხადებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს და მისი ნამსხვრევები სხვადასხვა ადგილას დაეცა.
ისრაელმა ასევე განაცხადა ირანული რაკეტების ტალღის შესახებ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სირენების ხმა ისმის. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ირანი „მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას და უბნების განადგურებას“ ცდილობს.
1772351071
მსოფლიოკრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონ...
1772349796
ახალი ამბებიირანში მალე შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები შევლენ - ხამენეის მთავარი მრჩეველი
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის ალი „ განცხადებით, მალე ირანში შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პ...
1772347620
ახალი ამბები„ბრალდებულები თაღლითური გეგმის მიხედვით პირის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ“ - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე - 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადე...
1772347392
ახალი ამბებიპოლიციამ თემქაზე ერთი პირის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით - 2011 წელს დაბადებული ნ.მ. და...
1772346903
მსოფლიოირანის ყოფილი შაჰის ვაჟი: ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა აღსასრულს მიუახლოვდა
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსას...































