დონალდ ტრამპი: ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს - აშშ ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს და ის საზღვაო ბლოკადაში აქვს მოქცეული. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ირანი ამ ეტაპზე მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება და რეალური მოქმედებისთვის შესაძლებლობა აღარ აქვს.
პრეზიდენტის განცხადებით, ირანის საზღვაო და საჰაერო ძალები განადგურებულია, ქვეყნის ხელმძღვანელობა კი გაქცეულია.
„აშშ სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს. ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ. ჩვენს საზღვაო ბლოკადას ყველა „ფოლადის კედელს“ უწოდებს და ირანს მის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მათ აღარ ჰყავთ საზღვაო და საჰაერო ძალები, დარჩენილ სამხედროებს კი ხელფასს არ უხდიან. „გუშაგთა კორპუსი“ განადგურებული და გაქცეულია, ხოლო ქვეყნის „ლიდერობა“, საუკეთესო შემთხვევაში, გაურკვეველია.
მათ ფული აღარ აქვთ, ქვეყანა „დაქცეულია“. მათ მხოლოდ ყალბი ამბები და 300-პროცენტიანი ინფლაცია აქვთ, რომელიც კიდევ უფრო იზრდება. ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არ მოქმედებს. ის ახლო აღმოსავლეთის მოძალადე აღარ არის. დიდება ალაჰს!“ - წერს ტრამპი.
1787685923
მსოფლიომიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით
უკრაინა, როგორც ჩანს, რუსეთთან ომში ნელ-ნელა მარცხდება, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა და გააფრთხილა, რომ კიევს რამდენიმე თვე აქვს იმ ძირითა...
1787684396
საზოგადოებასაქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც სახელმწიფო რწმუნებულე...
1787683564
მსოფლიოქანთრი მუსიკის ლეგენდა, დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქანთრი მუსიკის ლეგენდა, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პარტონის დისშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია. თუმცა, გარ...
1787682130
საზოგადოებადავით ქართველიშვილი: ვნუკოვოში სტრატეგიული C-17-ის გამოჩენა მეტყველებს, რომ მხარეები იმყოფებიან აქტიური არაოფიციალური მოქმედებების ფაზაში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში Boeing C-17A Globemaster III-ის ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის დაჯდომას ეხმიანება. ქართველიშვილის შეფასები...
1787680187
საზოგადოებათორნიკე ფაღავა: თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს. მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში
თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმ...




























